Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისი საქართველოში მასობრივ სპორტულ ოლიმპიადას უმასპინძლებს

თარიღი : 24-06-2017, 15:27 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
მიმდინარე წლის 25- 27 ივნისს, ქუთაისი საქართველოში მასობრივ სპორტულ ღონისძიებას - სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას უმასპინძლებს. ფინალურ ტურში მთელი საქართველოდან იმ სკოლების გუნდები შეიკრიბებიან, რომლებმაც სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017-ის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარეს.

შეჯიბრებები ოლიმპიადის 7 სახეობაში: (3X3 კალათბურთი, მინი ფეხბურთი, მძლეოსნური გეზრბენი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, ბადმინტონი) ჩატარდება. ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონების გამარჯვებული გუნდები შეხვდებიან.

ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია საერთაშორისო სასკოლო ფედერაციის ISF-ის წევრია, რაც შესაძლებლობას იძლევა საქართველოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული სკოლები ყოველ 2 წელიწადში გაემგზავრონ სხვადასხვა ქვეყანაში მსოფლიო და ევროპის სასკოლო ჩემპიონატებზე.

საქართველოს 2017 წლის ჩემპიონები კი 26 ივნისს, სუპერფინალში შეხვდებიან 2016 წლის ჩემპიონებს. მათ შორის გამარჯვებულები 2018 წელს სხვადასხვა ქვეყანაში მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებზე გაემგზავრებიან.

„სასკოლო სპორტული ოლიპიადა 2017“-ის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩართული იყო საქართველოს 1400-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის 80 000-მდე მოსწავლე. მნიშვნელოვანი და საინტერესოა ის ფაქტი, რომ წელს ოლიმპიადის დასკვნითი (ფინალური) თამაშების მასპინძლობა ქუთაისმა ითავა. ამ მხრივ, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას კიდევ უფრო საინტერესო, მასობრივი და სანახაობრივად დატვირთული სახე მიეცა. „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017“-ის ფინალურ თამაშებს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად, ორგანიზებას უწევს ქალაქ ქუთაისის მერია," - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ღონისძიება 25 ივნისს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიხსნება. გთავაზობთ ღონისძიების პროგრამას:

26 ივნისი 10:00 გეზრბენი (გოგონები, ვაჟები, ფინალი, სუპერფინალი - საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია) 10:00 ფრენბურთი (გოგონები, ფინალი - ქუთაისის სპორტის სასახლე) 10:40 ფრენბურთი (ვაჟები, ფინალი - ქუთაისის სპორტის სასახლე) 11:00 ბადმინტონი (გოგონები, ვაჟები, ფინალი, სუპერფინალი - ქუთაისის N7 საჯარო სკოლა, გველესიანის ქ. 73) 11:30 3X3 კალათბურთი (გოგონები, ფინალი - ქუთაისის სპორტის სასახლე) 11:30 მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები, ფინალი, სუპერფინალი - ქუთაისის სპორტის სასახლე) 12:00 ფრენბურთი (გოგონები, სუპერფინალი - ქუთაისის სპორტის სასახლე) 12:40 ფრენბურთი (ვაჟები, სუპერფინალი - ქუთაისის სპორტის სასახლე) 13:30 ხელბურთი (გოგონები, ფინალი - ქუთაისის სპორტის სასახლე) 14:00 ხელბურთი (ვაჟები, ფინალი - ქუთაისის სპორტის სასახლე) 15:00 სადილი (I ნაკადი) 15:40 სადილი (II ნაკადი) 17:00 ხელბურთი (ვაჟები, სუპერფინალი - ქუთაისის სპორტის სასახლე) 17:30 ხელბურთი (გოგონები, სუპერფინალი - ქუთაისის სპორტის სასახლე) 18:00 3X3 კალათბურთი (გოგონები, სუპერფინალი - ქუთაისის სპორტის სასახლე) 18:30 3X3 კალათბურთი (ვაჟები, ფინალი - ქუთაისის სპორტის სასახლე) 19:00 მინი ფეხბურთი (ვაჟები, ფინალი - ქუთაისის სპორტის სასახლე) 19:30 3X3 კალათბურთი (ვაჟები, სუპერფინალი - ქუთაისის სპორტის სასახლე) 20:00 დაჯილდოვებისა და ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალი (ქუთაისის სპორტის სასახლე).


ნანახია: 1916-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო ოლიმპიადის რეგიონალურ ეტაპზე, რომელიც სტარტს 15 აპრილს აიღებს.
ოლიმპიადაზე ქვეყნის მასშტაბით 1400 სკოლის 80000 მოსწავლე ასპარეზობდა.

ამინდი