'ბაგრატიდან ტაო-კლარჯეთამდე,'- ქუთაისიდან 40-კაციანი ჯგუფი ტაოში სამეცნიერო ექსპედიციაში გაემგზავრა
თარიღი : 24-06-2017, 00:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"ბაგრატიდან ტაო-კლარჯეთამდე," -ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომლის ფარგლებში ქუთაისიდან 40-კაციანი ჯგუფი ტაო-კლარჯეთში გაემგზავრა. სამეცნიერო ექსპედიციის მონაწილეები ტაძრების შესახებ მოხსენებებს მოამზადებენ, ხოლო აღნიშნული მოხსენებების საფუძველზე მიმდინარე წლის სექტემბერში წიგნი გამოიცემა.
პროექტის ავტორი ქუთაისის მერიის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურია. "ბაგრატიდან ტაო-კლარჯეთამდე" 2015 წელს დაიწყო. პროექტის მონაწილეები-ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეები და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წელიწადში 40-40 დღე ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებდნენ.
სამეცნიერო ექსპედიცია ტაოში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ექსპედიციის შედეგად კი, წიგნთან ერთად, დოკუმენტური ფილმიც მომზადდება.