Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისი გახდება საერთაშორისო განათლების ძალიან მნიშვნელოვანი კერა, როგორც ეს იყო ისტორიულად"

თარიღი : 22-06-2017, 15:27 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მემორანდუმის თანახმად, ქუთასის საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერისტეტის პროექტში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი შემოდის არა როგორც კონსულტანტი, არამედ როგორც პარტნიორი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერისტეტის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ორი დღის წინ ქუთაისის უნივერისტეტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი ამ პროექტში შემოდის არა როგორც კონსულტანტი, არამედ როგორც პარტნიორი და ამით ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი ხდება ერთობლივი პროექტი მიუნხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთად.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მიუნხენის უნივერსიტეტი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე უნივერისტეტი და ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, ჩამოყალიბდეს, როგორც საერთაშორისო რეგიონალური განათლების ცენტრი და ეს არის ნაბიჯი, რომელიც ადასტურებს, რომ ქუთაისი მართლაც გახდება საერთაშორისო განათლების ძალიან მნიშვნელოვანი კერა, როგორც ეს იყო ისტორიულად. ვფიქრობთ, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ამ პროექტის წარმატებას წინ არაფერი დაუდგება. ეს არის ისტორიული მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი ზეგავლენას მოახდენს საქართველოს განვითარებაზე არა მხოლოდ მომავალი წლების, არამედ გაცილებით უფრო დიდი პერიოდის მანიძილზე, ამიტომ გილოცავთ ამ ძალიან დიდი წარმატებას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მოხარულია, რომ საქართველო თანდათან ხდება ძალიან პოპულარული არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში, არამედ საკმაოდ დაშორებული ქვეყნებიდან ჩამოდის ძალიან ბევრი სტუდენტი განათლების მისაღებად.

„ქუთაისის უნივერისტეტი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ინსტიტუცია მთლიანად ევროპაში. დარწმუნებულები ვართ ამ პროექტის წარმატებაში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.


ნანახია: 1855-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქუთაისი ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება.
მიუნხენის უნივერსიტეტის სპეციალისტები ქართველ არქიტექტორებს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების პროცესშიც
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს 2019 წლის სექტემბერში მიიღებს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის,
ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში სრულად შევიდა, - ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ზესტაფონი-ქუთაისის

ამინდი