Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'უნდა შევეგუოთ იმას, რომ ზოგიერთი პროფესია საერთოდ გაქრება,' - აგრონომობა, ქიმიკოსობა, მექანიკოსობა და ვეტერინარობა ისევ არავის სურს

თარიღი : 20-06-2017, 16:26 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში დეფიციტური პროფესიები მომრავლდა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამის მიზეზი დასაქმების უპერსპექტივობაა. აბიტურიენტებისა და სტუდენტების უმრავლესობის თქმით, არაპოპულარულ ფაკულტეტებზე სწავლა მათთვის მიუღებელია, რადგან არ იციან, დასაქმების მხრივ რამდენად გაუმართლებთ. სპეციალისტებს კი მიაჩნიათ, რომ თუ ისინი იშვიათ პროფესიებს დაეუფლებიან, დასაქმებისა და შემოსავლის გაჩენის მეტი შანსი აქვთ. ამ სპეციალობების მოთხოვნაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რაც კონკრეტული ფაკულტეტების დაფინანსებასა და დასაქმების ხელშეწყობას გულისხმობს.

სპეციალისტების მხრივ ყველაზე დიდი პრობლემა აგრარულ სექტორშია. დეფიციტურია კვების ტექნოლოგი, ელექტრიკოსი, მექანიკოსი, აგრონომი, ქიმიკოსი, ვეტერინარი, რესტავრატორი და ა.შ.

ასეთი პროფესიებისადმი ინტერესის ნაკლებობას დასაქმების უპერსპექტივობით ხსნის ეკონომიკის სფეროს სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი პაატა აროშიძე. მისი თქმით, საჭიროა სახელმწიფოს ჩარევა და ისეთი ფაკულტეტების დაფინანსება, რომლებზეც აბიტურიენტები სხვადასხვა მიზეზით არ აჩერებენ არჩევანს. ეს პროფესიები პოპულარული გახდება, თუკი ხალხს ეცოდინება, რომ შემოსავლიანია, რასაც რეკლამირება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ვაკანსიები ბაზრიდან საერთოდ გაქრება.

"დღეს პროფესიას გვკარნახობს თავად ბაზარი. ის საქმიანობაა აქტუალური, რაც მოთხოვნადია. ისეთი პროფესიები, რომლებიც ზოგჯერ მივიწყებასაა მიცემული (მაგალითად, რესტავრატორი, აგრონომი, ქიმიკოსი ან სხვა), შეიძლება სტრუქტურული ან ციკლური პრობლემებით აიხსნას. სტრუქტურული ნიშნავს, რომ თავად სპეციალობა ამოვარდა, ისევე როგორც მოლარის პროფესია, ხოლო ციკლური უმუშევრობის დროს, ეკონომიკური ვარდნის პერიოდში, ზოგიერთი პროფესია საერთოდ გაუქმდა.

ქვეყანას, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო სისტემა არ გააჩნია, არც აგრონომი სჭირდება. მართალია, ამ მხრივ საქართველოში მდგომარეობა გამოსწორდა, თუმცა ახალგაზრდები მაინც არ აბარებენ მსგავს პროფესიებზე. შეიძლება მათ დასაქმების უპერსპექტივობის შიშიც აქვთ და თავს იკავებენ. ეს ქმნის შავ ხვრელს ბაზარზე, სადაც მიისწრაფვიან თვითნასწავლები.

ისეთი პროფესიები, რომლებსაც მეტი პრაქტიკული ცოდნა სჭირდება, ვიდრე თეორიული (რომლებიც ბაზრის მოთხოვნას არ შეესაბამება, თუმცა ქვეყნისთვის აუცილებელია) უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ და არა ეკონომიკური საბაკალავრო ან სამაგისტრო ფაკულტეტები, რომლებიც ისედაც მოთხოვნადია. არსებული პროფესიული სასწავლებლები ამ პრობლემას მეტ-ნაკლებად აღმოფხვრიან, რადგან იქ არის უამრავი მიმართულება, რომელთა გამოყენება ახალგაზრდას შეუძლია ყოველდღიურ საქმიანობაში, რათა საკუთარი სპეციალობა შემოსავლიანი გახადოს. სამწუხაროდ, ჯერ ეს კულტურა კარგად ვერ გაითავისა ჩვენმა ერმა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ამ მხრივ შეხედულებები შეიცვლება.

ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ზოგიერთი პროფესია საერთოდ გაქრება, მაგალითად, კალატოზი, რომელიც ადრე საკმაოდ დაფასებული პროფესია იყო, დღეს აღარ არსებობს. ტექნოლოგიის ცვლილებამ გამოიწვია ის, რომ ზოგიერთი პროფესია საჭირო აღარ არის. ადვილად არავინ დათანხმდება ე.წ. ეგზოტიკური სპეციალობის დაუფლებას დასაქმების გარანტიის გარეშე და ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს", - განუცახდა "ბიზნეს-რეზონანსს" აროშიძემ.

ერთ-ერთ დეფიციტურ პროცესიებად ბიომეცნიერება და კომპიუტერ-ტომოგრაფისტობა მიიჩნევა. ე.წ. "კატეს" სპეციალისტი ირაკლი თორთლაძე ახალგაზრდების მხრიდან ინტერესის ნაკლებობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს აბიტურიენტებს ინტერესი მხოლოდ სამედიცინო, იურიდიული და სხვა პოპულარული პროფესიებისმიმართ აქვთ.

"დღეს რადიოლოგებისა და კომპიუტერ-ტომოგრაფისტების დეფიციტია. სამედიცინო დარგში აპარატურა წამოვიდა წინა პლანზე. თითქმის 100-მდე აპარატი გვაქვს საქართველოში. რადიოლოგი უნდა იყოს დისტანციურ მართვაზე, როგორც ეს ევროპაშია. კარგი იქნება, თუ სამედიცინო სფეროს ტექნიკოსი გვეყოლება, რადგან ის ატარებს უშუალოდ ტექნიკურ კვლევას და უგზავნის რადიოლოგს. ბუნებრივია, ამ კადრების დეფიციტია, რადგან არ არსებობს გადასამზადებელი ცენტრები, სადაც ასწავლიან კონკრეტულ აპარატზე მსგავსი გამოკვლევის ჩატარებას.

მეორე პრობლემაა ინჟინრები. როდესაც აპარატი ზიანდება და მისი სასწრაფოდ შეკეთებაა აუცილებელი, ეს უკვე ინჟინრის საქმეა. მსოფლიოში ბიოსამეცნიერო ინჟინერია ნომერ პირველი პროფესიაა, თუმცა კადრების მწვავე დეფიციტია როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოში.

სამწუხაროდ, ახალგაზრდებს იმის აღქმა უჭირთ, რომ პრიორიტეტული პროფესია არა ექიმობა ან იურისტობაა, არამედ ინჟინრობა, როცა პროფესიულ დონეზე შეეძლება უახლესი აპარატების პროგრამირება. საქართველოში, მაქსიმუმ, 5 ადამიანია, ვინც მართლა მაღალ დონეზე იცის ეს საქმე", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" თორთლაძემ.

აბიტურიენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროფესიები მათ არ გამოადგებათ, რადგან ადგილობრივი ბაზარი დასაქმების ალტერნატივას არ სთავაზობს. ბექა პარასკევაშვილი წელს უმაღლესში გამოცდებისთვის ემზადება, თუმცა მის მიერ არჩეული სასურველი ფაკულტეტების რიგში არც ერთი დეფიციტური პროფესია არ არის. როგორც თავად აღნიშნავს, საბანკო-საფინანსო სფეროში უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს, ვიდრე აგრონომობით ან თუნდაც ელექტრიკოსობით.

"ჩემს ადგილს საბანკო სფეროში უფრო ვხედავ, ვიდრე სოფლის მეურნეობაში ან ელექტრიკოსად. ასეთ სპეციალობებზე უნდა ჩააბაროს ისეთმა ადამიანმა, რომელსაც არ შეუძლია სხვა პროფესიების მაღალ დონეზე შესწავლა. შეიძლება ცუდად გამომდის, თუმცა ჩემი ადამიანური რესურსი და ჩემი მშობლების ფინანსები იმაში არ დამიხარჯავს, რომ შემდეგ ელექტრიკოსად ან მექანიკოსად ვიმუშაო. დიდი გეგმები მაქვს და ამ გეგმაში მსგავსი პროფესიები არ შედის. თანაც არ არსებობს გარანტია, რომ ამ კუთხით დავსაქმდები და შესაბამისი შემოსავალი მექნება. არაფერს ვამბობ ქიმიკოსობაზე, რომელზეც სიამოვნებით ჩავაბარებდი, თუმცა მე უკვე ჩემი არჩევანი განვსაზღვრე", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ბექა პარასკევაშვილმა.


ნანახია: 3358-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეიძლება ითქვას, ბოლო რამდენი წელია მომავალი პროფესიის შერჩევის კუთხით საქართველოში ტენდეციები არ შეცვლილა, თუმცა ზოგიერთი
რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში ინჟინრების, გეოლოგების, სეისმოლოგების, ბოტანიკოსებისა და სხვა მსგავსი პროფესიების
2015 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით დასაქმებულად ითვლებოდა 1 მლნ 780 ათასი ადამიანი. აქედან დაქირავებით დასაქმებული იყო 753 ათასი.
მისი თქმით, დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას დასაქმების პრობლემა უდგას.
2016 წლის მონაცემებით, სამუშაო ძალაზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა გაყიდვების სფეროში იყო, სადაც მოთხოვნის ხვედრითმა წილმა 24.48%

ამინდი