Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მრავალშვილიანი დედები: გოჩა თევდორაძეს ქუთაისის მერის გაშვების საშუალებას არ მივცემთ

თარიღი : 22-08-2013, 11:06 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანის მხარდასაჭერად ქალაქის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან მრავალშვილიანი დედები შეიკრიბნენ. ისინი მერისათვის საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე იმპიჩმენტის გამოცხადებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მერის დასაცავად მერიის შენობასთან ღამის გათევას აპირებენ. „ჩვენ დღეს იქ ვდგავართ, სადაც ყველა პატიოსანი ქუთაისელი უნდა იყოს. გოჩა თევდორაძეს, რომელიც პარლამენტში 12 წელი იყო, ქუთაისი გამოხრა და ყველას წილებში უზის, უფლება არ უნდა მივცეთ მერი თანამდებობიდან გაუშვეს. ვერ გავიგეთ ეს ნინიას ბაღია თუ რა არის. მერს სკამის გათბობასაც არ აცლიან. მერები ისე იცვლებიან ამ ქალაქში, მათთვის ჩვენი პრობლემების გაცნობასაც ვერ ვასწრებთ. დიმიტრი კოპალიანი გოჩა თევდორაძის ჭკუაზე რომ არ დადის, მაგიტომ უნდათ მისი გაშვება, მაგრამ ჩვენ მას არ დავუშვებთ,“ - ამბობს ერთ-ერთი მრავალშვიალიანი დედა მარინე დახუნდარიძე. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერის იმპიჩმენტის საკითხს საკრებულოს ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია „პატრიოიტების“ დეპუტატები აყენებენ.


ნანახია: 2628-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მრავალშვილიანი დედები იმასაც ამბობენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში არ დაიშლებიან და ქალაქის მერის სოლიდარობის ნიშნად ღამეს
ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი შვებულებაში გავიდა. მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დიმიტრი კოპალიანი შვებულებაში გასვლას
ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი შვებულებაში გავიდა. მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დიმიტრი კოპალიანი შვებულებაში გასვლას
ქუთაისის მერს დიმიტრი კოპალიანს საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები იმპიჩმენტს ვერ გამოუცხადებენ.
"ვიცით, რომ ქუთაისის მერი ახლა შვებულებაში არის. ამიტომ ჩვენ მერიაში გავათევთ ღამეებს და მის კაბინეტს დავიცავთ," - ამბობენ
ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი დედა მარინა დახუნდარიძე „პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს გოჩა თევდორაძეს

ამინდი