ხარაგაულის სოფელ ბჟინევს მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა-მთის განვითარების საბჭო სოფელ ხანის საკითხს განიხილავს

მთის განვითარების საბჭოს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბჟინევს მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა.
ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარის, მთის განვითარების საბჭოს წევრის კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, საბჭოს წევრებმა პირველ ეტაპზე გადაწყვეტილება მიიღეს იმ სოფლებთან დაკავშირებით, რომელთა ჰიბსომეტრიული სიმაღლე 800 მეტრს აღემატება. როგორც ლურსმანაშვილი ამბობს, სოფელ ბჟინევის შემდეგ, საბჭოს წინაშე გააქტიურებულია საკითხი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანთან მიმართებაში, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით საჭიროა დამატებითი შესწავლა, რაც უახლოეს ხანში მოხდება. კერძოდ, დააზუსტებენ სოფელ ხანის ჰიბსომეტრიულ სიმაღლეს, რის შემდგომაც კიდევ ერთხელ განიხილავენ სოფლისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების საკითხს და მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, რომ დღეს დადგენილი მონაცემების მიხედვით, სოფელ ხანის ჰიბსომეტრიული სიმაღლე არის 800 მეტრზე ნაკლები.
არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს მთის განვითარების საბჭოს რამდენიმე სხდომაა დაგეგმილი, სადაც საბჭოს წევრები იმსჯელებენ იმ სოფლებთან დაკავშირებით, რომლებიც მაღლამთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების მოლოდინში არიან. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს.