Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, დაუცველები ვართ,'- ქუთაისში მოსახლეობას კრიმინალი აშინებს

თარიღი : 19-06-2017, 22:08 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, საფიჩხიის დასახლებაში, 26 მაისის ქუჩაზე, შეიარაღებულმა პირებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააყაჩაღეს და ინკასაციის სამსახურის მანქანა გაიტაცეს.

აღნიშნულ დასახლებაში მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ თავს დაუცველად გრძნობენ. მოსახლეობის თქმით, ეშინიათ, რადგან ყოველდღიურად ესმით თავდასხმის, ყაჩაღობისა და ძარცვის ფაქტების შესახებ.

"ასეთ დროს როგორ უნდა ვიყოთ დაცულები? გვეშინია. ან პატრულმა კონტროლი გაამკაცროს ან რაიმე მოიფიქროს სახელმწოფომ, ადრე ამდენი შემთხვევა არ იყო. ახლა ძალიან გაიზარდა ყაჩაღობის და ძარცვის ფაქტები," - ამბობს მარიამ ნიჟარაძე.

"შვილო ხალხი მშიერია, ახალგაზრდები უმუშევრები არიან. სხვას რას უნდა ველოდოთ? გვეშინია. ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. როგორ უნდა იყო დაცული ამ ქვეყანაში?," - აცხადებს ციური კვიმსაძე.

26 მაისის ქუჩაზე მომხდარს შსს ყაჩაღობის მუხლით იძიებს. ნაპოვნია გატაცებული ავტომობილი, რაც შეეხება ყაჩაღობაში ბრალდებულებს, მათ შესახებ შსს ინფორმაციას არ ავრცელებს.


ნანახია: 4784-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ორი პიროვნება თავს ინკასატორებს დაესხა. როგორც ადგილზე ყვებიან, ინკასატორებს ერთ-ერთ მარკეტთან მდებარე სწრაფი ჩარიცხვის
სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ქუთაისში დააკავეს. სამივე დაკავებული აღიარებს
ნინო ონიანმა მორიგი შეხვედრა ხაბეიშვილის ქუჩის მოსახლეობასთან გამართა

ამინდი