Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიაში შვილზე მოძალადე მშობელს 1 წლით პატიმრობა მიესაჯა

თარიღი : 19-06-2017, 11:30 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გ.ხ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 1 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 11 მარტის საღამოს საათებში, ვანის რაიონში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ.ხ.-მ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრებთან კონფლიქტის დროს არასრულწლოვან შვილს დანით მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სამართალდამცავებმა გ.ხ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა.



ნანახია: 2283-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დიმიტრი ჯიჭონაია პატიმართა მიმართ განხორციელებულ ცემა-წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო და 6 წლითა და 9 თვით

ამინდი