იტვირთება

ქუთაისის აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

ქუთაისის აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება თურქულმა ავიაკომპანია Pegasus-მა დაიწყო. "პეგასუსმა" პირველი რეისი სტამბოლიდან გვიან ღამით შეასრულა და ქუთაისში 142 მგზავრი ჩამოიყვანა. 

 "ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.  შედეგად, ქუთაისის აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში სამი სიხშირით შესრულდება,"-აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები