Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ტექნიკას დავუწვებით და არ გავატარებთ,'- ჭიათურის ოთხი სოფლის მოსახლეობის პროტესტი ადგილობრივ ხელისუფლებას

თარიღი : 18-06-2017, 15:08 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურაში, ოთხი სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები მათ სოფლებში გზის არარსებობას აპროტესტებენ.

სოფლების-ღვითორის, ჯოლხეეთის, პატარა ვაჭევის და მელუშეეთის მოსახლეობა აცხადებს, რომ წლებია გზის მოწესრიგებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

"გზა არ გვაქვს, მანქანები გვემტვრევა. იცლება სოფლები. ხალხს გაჩერება აღარ უნდა. ზაფხულში გვიჭირს გადაადგილება და ზამთარში რა დღეში ვიქნებით, ხომ წარმოგიდგენიათ," - აცხადებს მოსახლეობა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჭიათურის გამგეობის გადაწყვეტილებით, გზის მოწყობა არა საერთო სარგებლობის, არამედ იმ გზაზე დაიწყო, რომელიც ვაჭევის გამგეობის მიმდებარედ არის.

"ჩვენ არ ვითხოვთ, რომ იქ გზა არ გაკეთდეს, მაგრამ უკუღმა მიცვალებული ვის მიყავს. ჯერ თავიდან დაიწყონ გზის კეთება და შემდეგ გავიდნენ ბოლოში. თუ პროექტს არ შეცვლიან და სამუშაოები გაგრძელდება, ტექნიკას დავუწვებით და გადაადგილების საშუალებას არ მივცემთ," -ამბობს მოსახლეობა.

ჭიათურის გამგეობაში აცხადებენ, რომ ადგილობრივებთან შეთნხმების მიღწევას ცდილობენ, ხოლო თუ შეთანხმება არ შედგება, შესაძლოა პროექტი საერთოდ შეჩერდეს.

"მილიონ 600 000 ლარი უნდა გზის მთელი მონაკვეთის მოწყობას. სრული თანხა არ გვაქვს. პროექტის მეორე ნაწილის შესრულება მომავალი წლისთვის იგეგმება. სულ 9 მილიონია ჭიათურის ბიუჯეტი და ყველა გზის ერთად მოწყობა ვერ მოხდება. ვითათბირებთ გამგეობაში და ისე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. გზის გაკეთებას ბოლოდან ვიწყებთ, რომ მძიმე ტექნიკამ ახლად დაგებული გზა არ დააზიანოს," - ამბობს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა გოცაძე.


ნანახია: 6827-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მელუშეეთის, ჯოლხეეთის, ღვითორის და ვაჭევის მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს.
ჭიათურის გამგებელმა ზურაბ კუპარაძემ სოფელ ვაჭევის ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები გვიან საღამოს მოინახულა. მუნიციპალიტეტის
ჭიათურაში სოფლების- შუქრუთის და ითხვისის მაცხოვრებლებმა მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს.

ამინდი