Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აქცია თეთრ ხიდზე ანთებული სანთლებით-სახელმწიფოს ქუთაისში ნარკოტესტირების დროს გარდაცვლილი მოქალაქის საქმე გაახსენეს

თარიღი : 17-06-2017, 22:17 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ," - ამ სლოგანით ქუთაისში, თეთრ ხიდზე აქცია გაიმართა. "თეთრი ხმაურის მოძრაობის “ წევრებმა აქციის დროს აღნიშნული სლოგანი ხიდზე ანთებული სანთლებით დაწერეს.

აქციის მონაწილეები მოქალაქე ლევან აბზიანიძის გარდაცვალებაში სამართალდამცავებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, სამართალდამცველების მხრიდან უკანონო ქმედებაზე პასუხი არავის უგია. საპროტესტო აქცია სიმბოლურად ლევან აბზიანიძის გარდაცვალებიდან 2 წლისთავს უკავშირდება.

ქუთაისში ორი წლის წინ ნარკოტესტირების დროს, პოლიციამ ლევან აბზიანიძე განყოფილებაში გადაიყვანა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას პოლიციამ რამდენიმე შარდმდენი აბი დაალევინა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ უნდობლობას უცხადებს ექსპერტიზის დასკვნას და აბზიანიძის გარდაცვალებას მისი რამდენიმე საათიანი წამების პირდაპირ შედეგად მიიჩნევს. სახელმწიფოსგან კი ობიექტურგამოძიებას და დამნაშავე პოლიციელების დასჯას მოითხოვს.


ნანახია: 3048-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქცია, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით დაანონსდა, ხვალ, 18:00 საათზეა დანიშნული.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მესხიშვილის თეატრიდან ქუთაისის მერიასთან გადაინაცვლეს, გზა გადაკეტეს და რამდენიმე წუთით მოძრაობა
თეთრ ხიდზე 50-მდე ადამიანი სანთლებით, ყვავილებით ხელში შეიკრიბნენ.

ამინდი