Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კანი და ზაფხულის თვეები

თარიღი : 17-06-2017, 21:07 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
კოსმეტოლოგებსა და ვიზაჟისტებს ხშირად ეკითხებიან: რისი ხმარება ჯობს ზაფხულში - პუდრისა თუ ტონალური კრემის?

მაკიაჟი მაქსიმალურად ეფექტური რომ იყოს, კანს განსაკუთრებულად უნდა მოუაროთ. ზაფხულში უმჯობესია ტონალური კრემი ულტრამსუბუქი ტექსტურით. ასეთი საშუალება ცხელი ამინდის შესატყვისია, არ აღიზიანებს კანს, კარგად აირეკლავს შუქს, კანი არ არის ფერმკრთალი და უსიცოცხლო.

შეგიძლიათ გამოიყენოთ პუდრიც, წაისვით მხოლოდ ფრონტალურ ზონაზე, სადაც უფრო ხშირად შეიმჩნევა ბზინვარება. მაკიაჟის შესწორება შეიძლება სპეციალური ხელსაწმენდებით, რომლებიც ადვილად უმკლავდება ცხიმოვან ბზინვარებას.

გახსოვდეთ:

კანის სწორი გაწმენდა - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა სიცხის გამო კანი მტვერს ადვილად იზიდავს და დაბინძურების ხარისხიც მაღალია;
კანის გონივრული მოვლა გულისხმობს სახის გაწმენდას დღეში ორჯერ: დილას და საღამოს. მთავარია, არ გადააჭარბოთ: კოსმეტიკის ხშირი გამოყენება კანს ძლიერად აშრობს;
დილის პროცედურის მიზანია - “შინაგანი” დაბინძურებისგან გათავისუფლება, კანი ხომ ორგანიზმის ერთ-ერთი ძლიერი სისტემაა, რომელსაც 24 საათის განმავლობაში გამოაქვს ტოქსინები და წიდები;
საღამოს გამწმენდი პროცედურა ძირითადად “გარეგანი” დაბინურების მოცილებას გულისხმობს (ჭუჭყი, ქუჩის მტვერი).

ცხიმოვანი ბზინვარება და აკნე
თუ ბუნებრივად ცხიმიანი კანი გაქვთ,მაშინ მოიშველიეთ ისეთი საშუალებები, რომლებიც ადვილად უმკლავდებიან ანთებით პროცესებს და არეგულირებენ კანის ცხიმის გამომუშავება.

ცხიმიანი კანის მქონეთ კოსმეტოლოგები წყლით დაბანას ურჩევენ (არავითარ შემთხვევაში - ცხელი წყლით!). საჭიროა კანზე წინასწარ გელის ან ქაფის წასმა. არ იფიქროთ, რომ ცხიმიანი კანისთვის ყველაფერი სულ ერთია - მასზე ყოველდღიურად მოქმედებს ქუჩის მტვერი, უხეში ქსოვილი და ა.შ. ამიტომ მოვლის საშუალებებში დამამშვიდებელი კომპონენტები - ზეითუნის ან ეთეროვანი ზეთები, ასკილის, პიტნის, გვირილის ექსტრაქტებიც უნდა იყოს. კვირაში ორჯერ კანს ნიღბით ან სქრაბით ღრმა წმენდა სჭირდება. ყველაზე კარგად გამოიყენებთ გამწმენდ გელს მიკროგრანულებით.

ავირჩიოთ ტონალური საცხი

მშრალი კანისთვის განკუთვნილია წყალზე დამზადებული გაჯერებული ტონალური საშუალებები ან მინერალური პუდრები.
ცხიმიანი ტიპის კანისთვის შეარჩიეთ ტონალური პუდრის საფუძვლით. ისინი საკმაოდ მდგრადია და ფარავს ცხიმოვან ბზინვარებას.
კომბინირებულ კანი მინერალური შემადგენლობის ტონალურს ითხოვს.
ნორმალურ კანს მდგრადი კრემები შეეფერება, ისინი თითქმის შეუმჩნეველია და კანის ზედაპირს ათანაბრებს.
პილინგს სიფრთხილით მოეკიდეთ, გამოიყენეთ ნაკლებტრავმული საშუალებები, რომლებიც კანის ღრმა ფენებში აღწევენ და წმენდენ მას.
mkurnali.ge


ნანახია: 1627-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თანამედროვე კოსმეტოლოგიას კანის პრობლემების გადასაჭრელად უზარმაზარი არსენალი გააჩნია.
ავტორუჯი 14 დღის განმავლობაში მოქმედებს. მისი მოხმარების შემდეგ კი კანი უფრო გლუვი და ბარხატისებური ხდება.
თუ თქვენ ახალბედა დედა ხართ და თუ თქვენი პატარის მოვლამ კანის სიმშრალე გამოიწვია, ჩვენ ვიცით თუ როგორ უნდა დაეხმაროთ თქვენს კანს:
უფრო კონკრეტულად ნასიცხის სიმპტომებსა და მისი განკურნების გზებზე 'კლინიკა ბომონდი'-ს ამბულატორიული სამსახურის პედიატრი ხათუნა

ამინდი