Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა უნდა ვიცოდეთ სეზონური ნაწლავური ინფექციების შესახებ

თარიღი : 17-06-2017, 20:34 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული მოქმედება (24 სთ-ში 3 ჯერ და მეტად) შეცვლილი კონსისტენციის განავლით (შეიცავს სითხეს, ლორწოს, იშვიათად სისხლს), საკმაოდ ხშირი სიმპტომია, განსაკუთრებით ბავშვებში. 3 წლამდე ასაკის ბავშვებს წლის განმავლობაში დიარეის 1-2 ეპიზოდი მაინც აქვთ. დიარეა უხშირესად ნაწლავთა ანთების შედეგია, რომელსაც იწვევს ვირუსი, ბაქტერია ან პარაზიტი.

ნაწლავთა ანთებითი დაავადებები მთელი წლის განმავლობაში გვხვდება, მხოლოდ გამომწვევი მიკროორგანიზმებია სხვადასხვა. კერძოდ, წელიწადის ცივ დროს უფრო ხშირია ვირუსებით (როტავირუსი, ნოროვირუსი), ხოლო ზაფხულში ბაქტერიებით (სალმონელა, შიგელა, კამპილობაქტერი, კლოსტრიდია) გამოწვეული ინფექციები.

ინფექციის გადაცემა ხდება დაინფიცირებული საკვებით, წყლით, ჭუჭყიანი ხელებითა და საგნებით. როგორც კი გამომწვევი მოხვდება კუჭში, პაციენტს ეწყება ღებინება (ეს სიმპტომი ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა მოიშოროს უცხო), შემდეგ გამომწვევი გადადის ნაწლავებში, სადაც გამოყოფს ტოქსინს და ხვდება სისხლში. ამ დროს აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მატება, განავალი თხელდება და შემდეგ შეიძლება მარტო წყალს და ლორწოს შეიცავდეს.

ყოველივე ზემოთაღწერილი იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას. კლინიკური ნიშნები დამოკიდებულია გაუწყლოების ხარისხზე. პირველ ეტაპზე აღინიშნება წყურვილი და ნერწყვის შესქელება, შემდგომ უქვეითდებათ კანის ტურგორი(ქსოვილის ნორმალური ტონუსი), თვალები ჩაუცვივდებათ და შარდის გამოყოფა მცირდება.

მკურნალობა პირველივე ეტაპზე არის სითხეებით დატვირთვა: ელექტროლიტები უნდა მიიღონ მცირე ულუფებით და მთელი დღის განმავლობაში. თუ ღებინების და საერთო სისუსტის გამო სითხის მიღება ვერ ხერხდება და გაუწყლოება ღრმაა, საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.

ნაწლავური ინფექციების მკურნალობა, მიუხედავად გამომწვევისა, სიმპტომურია. დაავადების მიზეზების დადგენას სჭირდება სერიოზული და დროში გახანგრძლივებული კვლევები, რომელიც ძალიან ხშირად მკურნალობის ტაქტიკას მაინც არ ცვლის. ამიტომ მკურნალობის დაწყება აუცილებელია ოპერატიულად. მკურნალობას ვიწყებთ ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალებით, როგორიცაა ნიფუროქსაზიდი. იგი ნაწლავებში მოქმედებს პათოგენურ ბაქტერიებზე (როგორც გრ-, ასევე გრ+) და არ ანადგურებს საპროფიტულ (საჭირო ბაქტერიები) ფლორას. კუჭ-ნაწლავიდან არ შეიწოვება და მოქმედებს ადგილობრივად.

mkurnali.ge


ნანახია: 2646-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულობით ხდება.უმეტესად კი ინფექცია დიარეით-ფაღარათით ვლინდება.
რა სახის ინფექციები არსებობს და როგორ უნდა შევძლოთ მათთან გამკლავება, - აღნიშნულ საკითხებზე კლინიკა 'ბომონდი'-ს პედიატრიული
ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად ინფექციებისა და ვირუსების რისკი იზრდება. განსაკუთრებით მატულობს რესპირაციული ინფექციები,
ნატურალური (აკაციისა და წაბლის) თაფლის შეძენის მსურველებმა შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონზე: 555 19 10 94 და შეიძინოთ

ამინდი