Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ერთ-ერთი ბაღიდან თანამშრომლებმა ოთხი თევზი მოიპარეს?-გაერთიანება საქმეზე მოკვლევას აწარმოებს

თარიღი : 17-06-2017, 17:36 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანება მისი ერთ-ერთი ფილიალიდან თევზის მოპარვის ფაქტს სწავლობს. როგორც ცნობილია, გაერთიანების მონიტორინგის ჯგუფმა დარღვევები N4 ფილიალის კვების ბლოკში აღმოაჩინა.

"ჩვენი გაერთიანების მონიტორინგის ჯგუფი სხვადასხვა ფილიალში როგორც კვების ბლოკის, ისე სწავლის პროცესის და დასწრებადობის მონიტორინგს ახორციელებს. ერთ-ერთი მონიტორინგის დროს აღმოჩნდა დარღვევები, რომელსაც ვსწავლობთ და შესწავლის დასრულების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ რა მოხდა," - ამბობს ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ნანა ლორთქიფანიძე.

ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-ს ინფორმაციით, საუბარია ოთხი ცალი თევზის მოპარვის ფაქტზე. ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ თანამშრომლები სამუშაოს აგრძელებენ, თუმცა მათთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა მოხდა.

ცნობისთვის, ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება 37 ფილიალს აერთიანებს. გაერთიანება ჯამში 10 000-მდე აღსაზრდელს ემსახურება.


ნანახია: 3155-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანება 37 ფილიალს აერთიანებს. ფილიალებსა და ადმინისტრაციებში ჯამში 1 700 ადამიანია დასაქმებული.
სისტემა ზაფხულის განმავლობაში დაიხვეწება.
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანების N1 ფილიალში დასაქმებული ეკატერინე ცეცხლაძე გაერთიანებაში ნეპოტიზმის ფაქტებზე საუბრობს.
ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ სამსახურში კაკურიას აღდგენა-არ აღდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას
სწავლის სრულად განახლებამდე კი მორიგე ბაღების სახით, გაერთიანების 4 ფილიალი იმუშავებს.

ამინდი