წყალტუბოში ოტია იოსელიანის სახლში, მწერლის დაბადებიდან 87 წლის იუბილე აღნიშნეს
თარიღი : 16-06-2017, 19:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ოტია იოსელიანის დაბადებიდან 87-ე წელთან დაკავშირებით, წყალტუბოში, მწერლის ეზოში, სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართა.
მწერლის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ოტია იოსელიანის ხსოვნას პატივი წყალტუბოს მაჟორიტარმა, პარლამენტის წევრმა ცოტნე ზურაბიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიაგეს.

„დღეს აქ ძალიან საინტერესო იდეა გაჟღერდა, რომ ოტიას დაბადების დღე სახალხო დღესასწაულად იქცეს. მე, როგორც რიგითი წყალტუბოელი და ოტიას შემოქმედების თაყვანისმცემელი, მინდა შევუერთდე ამ წამოწყებას და ყოველ წელს ოტიას, მართლაც ჩვენი თანამდროვეობის ყველაზე სახალხო მწერლის, დღესასწაულის მონაწილე გავხდე,“ -აცხადებს ცოტნე ზურაბიანი.

მწერლის იუბილესთან დაკავშირებით, ოტია იოსელიანის ლექსები „მარჯანიშვილელებმა“ წარმოადგინეს. მოეწყო წყალტუბოს საკვირაო სკოლის მოსწავლეების ფოტოების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. წიგნების გამოფენა-გაყიდვით სტუმრობდა მწერლის ეზოს პროექტი „მოიზღვავე წიგნები“. დღის ბოლოს ოჯახის წევრებმა სტუმრებს „ოტიას ეზოს“ მარნის გახსნაზე უმასპინძლეს.
NS