Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ოქროს მედალი 132-მა კურსდამთავრებულმა მიიღო

თარიღი : 16-06-2017, 14:31 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვე პროგრამა“, რომლის მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა.

მიმდინარე წელს ოქროს მედლები საჯარო და კერძო სკოლების 1861 კურსდამთავრებულს გადაეცა. მათ შორის 132 ქუთაისის წარმომადგენელია. ქუთაისის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს მედლებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა და იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა პაატა ნადირაძემ დააჯილდოვეს.

მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ეროვნული სასწავლო გეგმით რეგულირდება. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.


ნანახია: 3883-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სულ 150 წარჩინებული კურსდამთავრებული დაჯილდოვდა. აქედან 105 ოქროს და 45 ვერცხლის მედლით.
53 ოქროს და 66 ვერცლის მედას გადავცემთ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც 12 წელი სკოლაში წარცინებით ისწავლეს
მიმდინარე წელს კომპიუტერი სულ 1 626 წარმატებულ მოსწავლეს გადაეცა.
მინისტრმა ქუთაისის საჯარო სკოლების 134 მეათეკლასელს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა.
დაჯილდოების ცერემონია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა.