Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში „არაგაცით“ გათეთრებული და შეღებილი ნაძვის ხე არ გამოდგა

თარიღი : 16-12-2013, 15:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ოპერის თეატრის წინ მდებარე რეაბილიტირებული ნაძვის ხე დაშალეს.
ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას განცხადებით, ნაძვის ხის დაშლის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ის ქალაქის იერ–სახეს არ შეეფერებოდა.
მიმდინარე წელს ქალაქის ხელისუფლებამ ქუთაისისათვის საახალწლო სახის მისაცემად, მეორად აქსესუარებთან ერთად, მეორადი ნაძვის ხეებიც გამოიყენა. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ტატო ლილუაშვილის ინფორმაციით, ნაძვის ხე ჯერ მათეთრებელით გარეცხეს, შემდეგ მისი ტოტები შეღებეს, თუმცა შეღებვამ შედეგი ვერ გამოიღო.
ქუთაისში ამ დროისათვის ორი ნაძვის ხე დგას. მთავარი ნაძვის ხე ცენტრალურ მოედანზე მესხიშვილის თეატრის წინ, ხოლო მეორე ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში მდებარეობს. ქალაქის ბიუჯეტში საახალწლო სამზადისისათვის 95 100 ლარია გათვალისწინებული.


ნანახია: 3690-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც პრესსამსახურში განმარტეს, ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს 27 დეკემბერს გაანათებენ.
მთავარი ნაძვის ხის გარდა, ქალაქში საახალწლო აქსესუარებიც განათდა.
ახალი ნაძვის ხე განთავსდება ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში.
რეაბილიტირებულ უბანში კი ახალი ნაძვის ხე დაიდგმება.
ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის წინ განთავსდება.

ამინდი