Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები ქუთაისში ბიზნესის სფეროში დასაქმებულებს შეხვდნენ

თარიღი : 16-06-2017, 12:13 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ქუთაისში რეგიონული შეხვედრების ციკლი დაიწყო. შეხვედრას საჯარო შესყიდვებით დაინტერესებული მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი შემსყიდველი ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ დამსწრე საზოგადოებას დაგეგმილი რეფორმების და უკვე რეალიზებული სიახლეების, ახალ საკანონმდებლო ნორმებსა და სააგენტოს მიერ შემოთავაზებულ სერვისებზე ინფორმაცია მიაწოდა.

„მეწარმეებს უშუალოდ მივაწოდეთ ინფორმაცია ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებზე, ვუპასუხეთ მათ შეკითხვებს,“- განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ.

ღონისძიება პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა, რომელიც ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე და სხვა პასუხისმგებელი პირები დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ დაგეგმილ რეფორმებს და უკვე რეალიზებულ სიახლეებს, ახალ საკანონმდებლო ნორმებსა და სააგენტოს მიერ შემოთავაზებულ სერვისებს, ასევე უპასუხებენ დამსწრე საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებს. ამ ეგიდით მორიგი შეხვედრა 2017 წლის ივლისში ჩატარდება.


ნანახია: 1283-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა
ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ, მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა იმერეთის რეგიონში არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ