'საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი',-თერჯოლის სახალხო თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი',-თერჯოლის სახალხო თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე

თარიღი : 15-06-2017, 22:13 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთის "თეატრალური ფესტივალი 2017" დასრულდა. ფესტივალის ფარგლებში ბოლო სპექტაკლით- "იავნანამ რა ჰქმნა" მაყურებლის წინაშე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სადახლოს ქართული სახელმწიფო თეატრის დასი წარსდგა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო სპექტაკლად საჩხერის სახალხო თეატრის მიერ წარმოდგენილი ,,შერეკილები“ დასახელდა. გამარჯვებულებს საჩუქრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორებმა: გიორგი ჭიღვარიამ და იოსებ ხახალეიშვილმა გადასცეს.

წელს პირველად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ საუკეთესო მამაკაცისა და ქალის როლის შემსრულებლებისთვის ნომინაცია დააწესა და სპეციალური პრიზები გადასცა.

თერჯოლის სახალხო თეატრის მსახიობმა თინათინ პატარიძემ გაიმარჯვა ნომინაციაში „ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი“, ხოლო სახალხო თეატრი დაჯილდოვდა ნომინაციაში „საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი“.

თეატრალური ფესტივალი წელს მერვედ ჩატარდა. ფესტივალის მხარდამჭერები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები არიან.

NS


ნანახია: 734-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის რეგიონში 'თეატრალური იმერეთი' უკვე მეშვიდედ, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ტარდება.
ფესტივალში იმერეთის 12-ე მუნიციპალიტეტის პროფესიული და სახალხო თეატრის დასები იღებდნენ მონაწილეობას
თერჯოლის კულტურის სახლში სპექტაკლის ,,ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები"-ს ჩვენება გაიმართა
თეატრალური იმერეთი 2016"-ის ფარგლებში წელს თეატრებმა 18 სპექტაკლი წარმოადგინეს.
იმერეთში 20 ივნისიდან 7 ივლისამდე თეატრალური ფესტივალი გაიმართება.
იმერეთის თეატრალური ფესტივალი უკვე მეშვიდე წელია ყოველწლიურად იმართება.
იმერეთს ახალი რწმუნებული ჰყავს. აღნიშნულ პიზიციაზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ შავლეგო ტაბატაძე წარადგინა.
საქართველოს პარლამენტის წევრი და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი სოციალურ ქსელში ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გავრცელებულ
ბესიკ ამირანაშვილი აღნიშნულ პოსტზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა.

ამინდი