Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'დავასუფთაოთ საქართველო',- თერჯოლაში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

თარიღი : 15-06-2017, 21:07 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დარბაზში პროექტის- „დავასუფთავოთ საქართველო“ (III ფაზა) პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში მისი ჩართვა წარმოადგენს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მანუჩარ რობაქიძე, გამგეობისა და ა(ა)იპების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები.

პრეზენტციაზე შემდეგი საკითხები განიხილეს: ნარჩენების მართვა საქართველოში, საკანონმდებლო მოთხოვნები, ნარჩენების მართვის საერთაშორისო ვალდებულებები და ევროპული გამოცდილება; ნარჩენების მართვის დაგეგმვა; საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის საკითხებში.

პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო“ არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი ახორციელებს. კერძოდ: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ თანამშრომლობით.

NS


ნანახია: 1278-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან
პროექტის მიზანია ნარჩენების გატანა მოსახლეობის ჯანმრთელობის შერყევის გარეშე
ახლო მომავალში, იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისთვის ერთი ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება
ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის
2015 წელს ნიკეას ნაგავსაყრელი თერჯოლაში გადავა
დასუფთავების აქცია კამპანიის-'სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა'.

ამინდი