საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან-აქციის მონაწილეები შოთა მურღულიასთან შეხვედრას ითხოვენ

ამ წუთებში ხმაურია ქუთაისის მერიასთან, სადაც ბუხაიძის ქუჩის მოსახლეობაა შეკრებილი.
აქციის მონაწილეები კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის გასხვისებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ კაფე "ფლამინგოს" მშენებლობას არ დაუშვებენ.
აქციის მონაწილეები ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ.
"ჩვენ არ დავუშვებთ და არ მივცემთ საშუალებას კერძო მესაკუთრეებს კაფე იმ ტერიტორიაზე ააშენონ, სადაც დასვენების ადგილია და ჩვენი შვილები თამაშობენ" , - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რამაზ ხაბაზმა.
ქუთაისის მერიაში, აქციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.