Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მერები ეკონომიკური ზრდისთვის,'- ქუთაისის მერი ევროკავშირის ინიციატივას შეუერთდა

თარიღი : 14-06-2017, 20:00 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ევროკავშირის ახალ ინიციატივას- „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბში გაწევრიანების შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეხვედრას მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე, ეკონომიკური სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი, ასევე, ვიცე-გუბერნატორები პაატა ნადირაძე და იოსებ ხახალეიშვილი დაესწრნენ.

ღონისძიება ევროკავშირის ახალი ინიციატივის- „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, 2017 წლის იანვარში დაიწყო და 2020 წლის დეკემბრამდე გრძელდება. მისი მიზანია: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა, რათა მოხდეს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, შეიქმნას პირობები კერძო სექტორის განვითარებისათვის, ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების ზრდისთვის. პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში ადგილობრივი ოფისების მეშვეობით ხორციელდება.

დაინტერესებულ მხარეებს პროექტი სთავაზობს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების მომზადებასა და განხორციელებაში. აგრეთვე, სხვადასხვა ინფორმაციას, ტრენინგებსა და ექსპერტულ დახმარებას საჭიროების მიხედვით.

ქუთაისი პირველი ქალაქია საქართველოში, რომელმაც ევროკავშირის ამ ინიციატივას მოაწერა ხელი.


ნანახია: 1454-ჯერ

მსგავსი სიახლეები