გოგი წულაიამ ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას პირველ შესახვევში გზა საკუთარი ხარჯებით 'დააგო'
თარიღი : 13-06-2017, 13:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

“თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას პირველ შესახვევში აქცია-პერფომანსი გამართა. წულაიამ აღნიშნულ შესახვევში გზაზე არსებული მდგომარეობა გააპროტესტა დ ამორტიზებულ გზაზე ასფალტის საფარი თავად დააგო.
წულაია აცხადებს, რომ აღნიშნულ შესახვევში გზის პრობლემა წლებია დგას, ხოლო ხელისუფლება მის მოსაწესრიგებლად არაფერს აკეთებს.

"ვხედავთ რა მდგომარეობაა ქუთაისში გზებზე. მეხუთე წელია გამსახურდიას ქუჩაზე გავლა შეუძლებელი ხდება. ასეთ ხელისუფლებას წესით მოსახლეობა წიხლისკვრით აგდებს სამსახურიდან, მაგრამ როგორც, ჩანს ამის თავი არ აქვთ ადგილობრივებს. ამიტომ ჯობია თვითონ მოსახლეობა გამოვიდეს და საკუთარი სურვილით მოახდინოს გზების მოწესრიგება. ისე როგორც მე ვაკეთებ ამას," - განაცხადა წულაიამ.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის კრიტიკას არ იზიარებენ ქუთაისის მერიაში. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ ბასილაძე ამბობს, რომ მერიას ამორტიზებული გზების მოწესრიგება დაგეგმილი აქვს, თუმცა ამისთვის შესაბამის ამინდს ელოდება.