Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ძლიერი წვიმის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება 12 000 აბონენტს შეუწყდა

თარიღი : 11-06-2017, 12:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი წვიმის მიუხედავად ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვას ადგილი არ ჰქონია. ძლიერი წვიმის დროს პიკურ პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდება 12 ათასს აბონენტს ჰქონდა შეწყვეტილი. კერძოდ, ელექტროენერგია გაეთიშა იმერეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის აბონენტთა ნაწილს - საერთო ჯამში 12 ათასს აბონენტს," - აღნიშნულის შესახებ "ენერგო პრო ჯოჯიას" დასავლეთ საქართველოს ფილიალში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ძაბვის ელეტროგადამცემი ხაზები მწყობრიდან არ გამოსულა, ღამის საათებში მათი დატბორვის საშიშროება შეიქმნა, თუმცა პრევენციული ღონისძიებების შედეგად, დატბორვის თავიდან აცილება მოხერხდა.

"ძირითადად დაბალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, ტრასფორმატორები და ფიდერები დაზიანდა. ”ამ დროისთვის აბონენტთა უმეტესობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. დარჩენილია ლოკალური ავარიები. ”ენერგო პრო-ჯორჯიას” ტექნიკური სამსახური ამ წუთებშიც განაგრძობს საგანგებო რეჟიმში მუშაობას და ელექტროენერიის სრულად აღდგენა ძალიან მალე მოხდება”, - აცხადებენ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.


ნანახია: 1508-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 950 აბონენტს შეუწყდება.
ელექტროენერგიის შეზღუდვას კომპანიაში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებით ხსნიან.
როგორც Topnews.com.ge-ს 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს,
ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 5200 აბონენტს ქუთაისში.
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 06:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაახლოებით 6700 აბონენტს

ამინდი