"პოლიციელები ჩხერეკისას სახლში ცეცხლსასროლ იარაღს ეძებდნენ და სათამაშო წყლის თოფი ნახეს"

ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე, დაზარალებული დავით დვალიშვილი საუბრობს.
დვალიშვილის თქმით, მის საცხოვრებელ სახლში გამთენისას შესული ათამდე სამართალდამცველი ცეცხლსასროლ იარაღს ეძებდა, სანაცვლოდ კი საწოლის ქვეშ, პოლიციელებმა ბავშვის სათამაშო წყლის თოფი ნახეს.
"პოლიციელები გაყვიროდნენ და იძახდნენ, სად გაქვთ უკანონოდ მოპოვებული ცეცხლსასროლი იარაღიო და 4 წლის ბავშვმა უთხრა, მე ვიცი სადაც არისო. პოლიციელებს გაუხდა, ბავშვმა ჩაუშვა უფროსებიო, წაიყვანა და სათამაშო წყლის თოფი ანახა. რა უნდათ ამ ხალხს, რატომ გადაეკიდნენ ჩემს ოჯახს ვერ გავიგე,"- ამბობს დავით დვალიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, სამართალდამცველებმა დავით დვალიშვილის ოჯახი გაჩხრიკეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ მოქალაქემ შეატყობინა, რომ დვალიშვილებს ოჯახს უკანონოდ მოპოვებულ იარაღი ჰქონდათ, თუმცა ადგილზე მისულმა პოლიციელებმა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ვერ აღმოაჩინეს.