Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მოგვეშველეთ ხალხო, აღარ შეგვიძლია აქ ცხოვრება,'- ქუთაისში, სასაფლაოს მეზობლად მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

თარიღი : 8-06-2017, 12:58 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, გორა-საქუსლიას დასახლებაში მდებარე კერძო სასაფლაოს მეზობლად მცხოვრები მოსახლეობა ტყის გაჩეხვას აპროტესტებს. და დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები განმარტავენ, რომ სასაფლაოს გაფართოებას ის ხეები ეწირება, რომლითაც მათ ჟანგბადი მიეწოდებათ. როგორც მოსახლეობა ამბობს, ამ დროისთვის ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული ძირი ხე არის მოჭრილი.

„მოგვეშველეთ ხალხო. თავის დროზე აქ იმიტომ დავსახლდით, რომ ჟანგბადი გვქონოდა. სასაფლაოსთვის ისეთ ხეებს ჭრიან, გაზრდას რომ ნახევარი საუკუნე სჭირდება. მოგვეშველეთ, აღარ შეგვიძლია აქ ცხოვრება. ორი დღის წინ გავიგეთ, რომ აქ ხეები იჭრებოდა. გამოვედით მოსახლეობა. ორი დრუჟბით იყვნენ მიმდგარი და პანტა-პუნტით ცვიოდა ხეები,“ - ამბობს ადგილობრივი მეგი დვალიშვილი.

მოსახლეობის ინტერესების დაცვის საჭიროებაზე საუბრობს „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია. მოსახლეობის პრეტენზიებთან დაკავშირებით კომენტარს არ სასაფლაოს მეპატრონე და არც იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო აკეთებს.


ნანახია: 4103-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივები აცხადებენ, რომ სკვერი თავის დროზე მოსახლეობამ გააშენა. მისი გაჩეხვის შემდეგ კი მოსახლეობას დასასვენებელი ადგილი
ქუთაისში, ბუკიას 3 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა შესაძლო მშენებლობას აპროტესტებს.
ქუთაისში, საფიჩხის დასახლებაში, ევდოშვილის ქუჩაზე არსებულ ე.წ ებრაელთა სასაფლაოს ცეცხლი გაუჩნდა.
ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე ხეების დაზიანებას აპროტესტებს 'თავისუფალი საქართველოს' იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი
სამტრედიაში, ქალაქის ცენტრში, N4 საჯარო სკოლის ეზოში მრავალწლიანი უნიკალური ჯიშის წიწვოვანი ნაძვის ხეები მოჭრეს.

ამინდი