Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში დადიანის ქუჩაზე მცხოვრები დვალიშვილების ოჯახი გამთენიისას ათობით სამართალდამცველმა გაჩხრიკა

თარიღი : 8-06-2017, 11:47 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში დადიანის ქუჩაზე მცხოვრები დვალიშვილების ოჯახი გამთენიისას ათობით სამართალდამცველმა გაჩხრიკა. დვალიშვილების ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის. პოლიციელებმა 17 მაისსაც გაჩხრიკეს მათი ოჯახი.
ოჯახის წევრების თქმით, დღეს დილით, გაურკვეველი მიზეზით, სამართალდამცველები მათ ოჯახში შეიჭრნენ და ჩხრეკა დაიწყეს. დვალიშვილები აღნიშნულს ქუთაისში მცხოვრები გაბუნიების ოჯახიდან რამდენიმე წლის წინ თანხის სესხებას უკავშირებენ.

"წლების წინ, გაბუნიების ოჯახისგან თანხა ვისესხეთ. თანხის ძირი გადახდილი გვაქვს. პროცენტის გადახდა კი ვეღარ შევძელით. მაგათი შვილები კი პოლიციაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობენ, რის გამოც ბოლო დროს მოსვენება გვაქვს დაკარგული. შემოვა ათობით პოლიციელი დილით, იწყებენ ჩხრეკას, მიზეზსაც არ გვეუბნებიან. მოხუცი, 80 წლის ქალი გვყავს სახლში. ისე არის შეშინებული, რომ ძლივს დავაწყნარეთ. 2 დღის წინ კი, პოლიციელმა გაბუნიებმა სპორტსმენები დაიქირავეს და მამაჩემი სასტიკად სცემეს", - აცხადებს თეონა დვალიშვილი.

ნაცემი დავით დვალიშვილი იმერეთის სამხარეო პოლიციაში იმყოფება, სადაც სამართალდამცველებს ჩვენებას აძლებს.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ისინი კომენტარს ვერ გააკეთებენ.


ნანახია: 10460-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შს სამინისტრო ქუთაისში დვალიშვილების ორჯერ გაჩხრეკვის ფაქტზე განმარტებას აკეთებს.
ქუთაისში მცხოვრები დავით დვალიშვილი, რომლის სახლი ცეცხლსასროლი იარაღის ძებნის მიზეზით ორჯერ გაჩხრიკეს, განცხადებას ავრცელებს.
ოჯახის წევრების თქმით, 38 წლის მამაკაცს მაშინ, როცა ის მეგობრებთან ერთად იყო, თავს სამართალდამცველები დაესხნენ და უმოწყალოდ
ქუთაისში, სამართალდამცველებმა დავით დვალიშვილის ოჯახი გაჩხრიკეს.
როგორც იმერეთის ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს ოჯახის ახლობელმა ირინა იმედაძემ განუცხადა, მერის მეუღლის მანქანას
აბულაძეების თქმით დილის 05:00 საათზე, მათ ოჯახში 8 სამართალდამცველი შეიჭრა, ოჯახის წევრებს სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს და

ამინდი