Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აზარტული თამაშები – ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესი, რომელიც ბიუჯეტში მიზერულ თანხებს იხდის

თარიღი : 7-06-2017, 13:20 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
აზარტული თამაშების სექტორის შემოსავალმა 2016 წელს 4,235,351,755 ლარი შეადგინა, რაც 1 მილიარდით მეტია წინა წელთან შედარებით, 2015 წელს აზარტული თამაშის შემოსავალი 3,121,744,711 ლარს შეადგენდა. ამავდროულად, 2016 წელს აზარტული თამაშების ინდუსტრიის მოგების სახით 363 მილიონი ლარი მიიღო, რაც 50 მილიონით მეტია 2015 წელთან შედარებით. აზარტული თამაშების ბაზარზე ამჟამად 252 კომპანიაა წარმოდგენილი.

აზარტული თამაშები ამჟამად ყველაზე მომგებიანი ბიზნესია საქართველოში და ამ სექტორის შემოსავალმა კომერციული ბანკების შემოსავალსაც კი აჯობა – 2016 წელს ბანკების შემოსავალი 2 მილიარდ ლარს შეადგენდა. მოგების მაჩვენებლითაც ყველა ბიზნესს ჯობნის აზარტული თამაშების ინდუსტრია და იგი უპირობოდ იკავებს მოწინავე პირველ პოზიციას.
ამ ყველაფრის ფონზე, საკმაოდ საინტერესოა მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხები. როგორც ცნობილია, კაზინოები გადასახადს მოსაკრებლის სახით იხდიან, ხოლო ონლაინ აზარტული თამაშები არანაირი დამატებითი გადასახადით არ იბეგრებიან. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საბიუჯეტო შენატანების სახით 2016 წელს აზარტული თამაშების ბიზნესმა ბიუჯეტში მხოლოდ 109 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც მიღებული შემოსავლისა და ყველაზე მაღალი მოგების ფონზე საკმაოდ მიზერული თანხაა.

რაც შეეხება 2017 წელს, 3 თვეში აზარტული თამაშების სექტორის მიერ ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ 33,858 მილიონი ლარი შეადგინა და საბიუჯეტო შემოსავლებში სათამაშო ბიზნესის წილი პირველ კვარტალში 1,4%-ს არ აღემატება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ – 0,8%- შეადგენდა. წელს შედარებით გაზრდილი შენატანი დაბეგვრის ახალი რეჟიმიდან გამომდინარეობს.


ნანახია: 2700-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამჟამად აზარტული თამაშების ბაზარზე 138 კომპანიაა წარმოდგენილი, რომლითაც ჯამში 2016 წელს საბიუჯეტო გადასახადების სახით გადახდილი
ახალგაზრდების განცხადებით, მსგავსი სახის აქციებით, ისინი საზოგადოების წევრებს უგზავნიან შეტყობინებას იმის შესახებ, რომ რატომ არის
სათამაშო ბიზნესი, გაფართოების ნაცვლად, უნდა შეიზღუდოს, რადგან მოხმმარებლების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ ეს მათი შემოსავლის წყაროა,
როგორც კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი 'ლიბერთი ბანკმა' მიიღო - 17 710 297
პირადი კაზინო ყველას აქვს სახლში კომპიუტერისა და ინტერნეტის სახით.

ამინდი