Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში გამოფენა-'საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები' გაიხსნა

თარიღი : 6-06-2017, 19:05 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, დ. ბერძენიშვილის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გამოფენა- „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული არტეფაქტები, რომლებიც ასახავენ საუკუნეების განმავლობაში საქართველოსა და ევროპას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს. აღნიშნული გამოფენა მომზადდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამონაწილეობითა და მხარდაჭერით.

გამოფენის გახსნას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, მოადგილე ბექა ყანჩელი და მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი დაესწრნენ. გამოფენის მიზანია, გზავნილი „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ მიიტანოს საქართველოს რეგიონებში.

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გამოფენა 6 ივნისიდან 11 ივნისამდე გასტანს.


ნანახია: 1324-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დღეს ფიროსმანის სურათების გამოფენა გაიხსნა.
ქუთაისი რიგით მეოთხე ქალაქია, სადაც ახალგაზრდები "წიგნის მოვლის კულტურას" გაეცნენ
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლობის ისტორიის ამსახველი ფოტოები, დოკუმენტების დედნები და ფოტორეპროდუქციები, რომლებიც
გამოფენა დამთვალიერებლებს ერთი თვის მანძილზე უმასპინძლებს.
მრეწველთა სახლში ინდური პროდუქციის გამოფენა ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ისტორიის ამსახველი ფოტო-გამოფენა სპორტის მუზეუმში.