Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის გამგებელმა სოფელ ქვედა სიმონეთში არსებული მეფრინველეობის ფერმა დაათვალიერა

თარიღი : 6-06-2017, 14:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში ი/მ გიორგი ხაზარაძის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა შეიქმნა და 2017 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო. ფერმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ თემურ ქოჩიაშვილთან და საკრებულოში ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატ, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილთან ერთად დაათვალიერა.
http://www.picz.ge/img/s2/1706/6/5/56f38c400d2b.jpg
ი/მ გიორგი ხაზარაძის მეფრინველეობის ფერმა თვეში 18 ტონა ქათმის ხორცს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება; საწარმოში ამჟამად 10 ადამიანია დასაქმებული. ი/მ გიორგი ხაზარაძე „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოს შექმნისათვის გამოყენებული შეღავათიანი აგროკრედიტის მოცულობა 100 323 აშშ დოლარს შეადგენს.

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო, ახალი საწარმოების შექმნის მიზნით, სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 158 ახალი საწარმო.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

NS


ნანახია: 3503-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რომელიც წლიურად 30 ტონა თევზს აწარმოებს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია კი, ადგილობრივ ბაზარზე ხდება.
კომპანია წელიწადში 236 ტონა სხვადასხვა ხარისხის დაფნის ფოთოლს აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქციის
მეფუტკრეობის მეურნეობა ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში მდებარეობს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი რევაზ ასათიანი წყალტუბოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს

ამინდი