Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ექიმების მიერ ჰაერში გადარჩენილი სიცოცხლე-რა მოხდა ქუთაისი-მილანის რეისზე?

თარიღი : 5-06-2017, 17:29 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
„ემიგრაციის საერთაშორისა ცენტრისა“ და ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმების მიერ იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისათვის მორიგი საქველმოქმედო აქცია განხორციელდა. აქციის ფარგლებში ქართველმა ემიგრანტებმა იურიდიული და სამედიცინო მომსახურება კვალიფიციური მედიკოსებისა და იურისტებისაგან სრულიად უსასყიდლოდ მიიღეს.

თუმცა ვიდრე საქველმოქმედო აქციის მონაწილეები მილანში ჩავიდოდნენ, ექიმებს პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა ჰაერში, თვითმფრინავში მოუხდათ. მომხდარის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს „ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებელი ლედი ტუკვაძე და ნაზარიშვილი სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის დირექტორი მერაბ კვიცარიძე ესაუბრნენ.

„როგორც იცით, „ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი პერიოდულად ატარებს საქველმოქმედო აქციებს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის. აქციების მიზანია, რომ ქართველ ემიგრანტებს გავუადვილოთ ჯანმრთელობის და იურიდიული პრობლემების მოწესრიგება. უკვე მეორე შემთხვევა გვაქვს, როდესაც ჩვენი ექიმების ძალისხმევით, თვითმფრინავში სიცოცხლე გადარჩა და ეს ჩემთვის ორმაგად ბედნიერების და სტიმულის მომნიჭებელია,“ - ამბობს ლედი ტუკვაძე.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდებოდა რეისი ქუთაისი-მილანის მიმართულებით. თვითმფრინავის აფრენიდან დაახლოებით საათნახევარში თვითმფრინავში ატყდა ხმაური და სტიუარდესებმა ინგლისურად გამოაცხადეს, თუ იყო ვინმე ექიმი თვითმფრინავში. როგორც კი ეს გავიგონე, წამოვდექი და გავემართე ხმაურის ადგილისკენ, სადაც პაციენტი სავარძლებს შორის იყო ჩავარდნილი. წამოვაყენეთ. პულსი არ ესინჯებოდა, სავარაუდოდ, პირველადი დაკვირვებით, წნევა ჰქონდა დავარდნილი. გამოვიყვანეთ გასასვლელში და დავუწყეთ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ჩავუტარეთ ხელოვნური სუნთქვა. როგორც შემდეგ გაირკვა, პაციენტს ფრენის შიში ჰქონდა და წინასწარ დალია წნევის დამწევი სხვადასხვა საშუალება იმისთვის, რომ როდესაც თვითმფრინავი აფრინდებოდა, შიშის ნიადაგზე წნევა არ აწეოდა. გადაუდებელი დახმარების გაწევის შედეგად, პაციენტი გამოკეთდა, შემდეგ ორ-სამჯერ ჰქონდა კვლავ ცუდად გახდომა, თუმცა საბოლოო ჯამში მდგომარეობა გამოკეთდა. მომხდარზე აეროპორტში სტიუარდესებმა რეპორტი მოამზადეს, მილანის აეროპორტს აცნობეს და მგზავრისთვის აეროპორტში სასწრაფო დახმარების ბრიგადის დახვედრა სთხოვეს. ჩვენ კი მადლობა გადაგვიხადეს იმისთვის, რომ პაციენტის სიცოცხლე გადავარჩინეთ,“ - ამბობს მერაბ კვიცარიძე.


ნანახია: 27209-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმებს დღეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ და ქუთაისის მერიამ
რუმინეთის მოქალაქე ვერონიკა გორკოდელი დუბაიდან რუმინეთში ბრუნდებოდა, როდესაც ქალბატონი თვითმფრინავში ცუდად გახდა.
თვითმფრინავი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ელვის გამო ვერ დაჯდა.
აქციის ორგანიზატორია ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი.
რა პრობლემებზე საუბრობენ ქართველი ემიგრანტები, რას სთხოვენ ქვეყნის ხელისუფლებას და რა პროგრამებს ახორციელებს 'ემიგრაციის

ამინდი