თერჯოლაში გოგნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ტერიტორია დასუფთავდა
თარიღი : 5-06-2017, 16:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქციებით აღინიშნა, თერჯოლის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ღონისძიებების ორგანიზატორი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია იყო.
დასუფთავების აქციაში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩართულები იყვნენ: სახელმწიფო, საბიუჯეტო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სასწავლო–საგანმანათლებლო დაწესებულებები.
რეგიონის მასშტაბით დასუფთავების აქციაში მონაწილეობა დაახლოებით 7 129 მოხალისემ მიიღო, რომლებმაც 140 ლოკაცია დაასუფთავეს.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე კახაბერ კუპატაძე, სამსახურის უფროსები, გამგეობისა და ა(ა)იპების თანამშრომლები, სკოლამდელი და საჯარო დაწესებულებები, საჯარო სკოლების მოსწავლეები პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად, მოსახლეობა.
დასუფთავდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორია, ქალაქის ცენტრი, სოფლების ადმინისტრაციული შენობებისა და სხვა დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორია, ასევე გოგნის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავისა (კარუგდებელის) და მშენებარე ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც განსაკუთრებით იყო დაბინძურებული გიორგობის დღესასწაულის შემდეგ. დასუფთავების აქცია სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ხშირად ტარდება, ვინაიდან გოგნის კარუგდებელს მომლოცველთა დიდი რაოდენობა სტუმრობს, რომლებიც, სამწუხაროდ, ხშირად იქვე ტოვებენ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.
ზოგადად, თერჯოლის მუნიციპალიტეტისათვის დასუფთავების აქცია ტრადიციად იქცა, რადგან ხშირად ბინძურდება ავტობანისა და ტურისტული ძეგლების მიმდებარე ტერიტორია. საზოგადოებას მოვუწოდებთ სისუფთავის დაცვისა და გარემოს მოვლისკენ.
გთხოვთ, ნუ დააბინძურებთ გარემოს და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ჩაყარეთ ნაგვის ყუთებში, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
NS