Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'აქ მზე დაპატიმრებულია,'- ქუთაისში, ნინოშვილის სკვერში ხეებს გახმობა ელოდებათ

თარიღი : 3-06-2017, 16:14 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
“აქ მზე დაპატიმრებულია,“ - აღნიშნული სლოგანით ქუთაისში აქცია-პერფომანსი გაიმართა, სადაც სკვერებისა და რეკრეაციული ზონების მშენებლობის ადგილად გამოყენება გააპროტესტეს. ნინოშვილის პარკში გამართული სიმბოლური აქციის ორგანიზატორებს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მოძრაობა 350.org და სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” წარმოადგენდნენ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებთ, ეკოლოგების დასკვნით, ნინოშვილის პარკში არსებულ ხეებს რამდენიმე წელიწადში გახმობა ემუქრებათ, რადგან წლების წინ ქუთაისის ხელისუფლებამ სკვერში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა გასცა. აქციის ფარგლებში ადგილზე პერფომანსიც გაიმართა, რომლის განმავლობაში აქციის მონაწილეებმა მზის გათავისუფლება სცადეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საზოგადოება უნდა გააქტიურდეს, რათა ხელისუფლებამ სკვერებსა და რეკრეაციულ ზონებში მშენებლობის ნებართვა არ გასცეს.

"ჩვენ არ ვართ მშენებლობის წინააღმდეგი, თუმცა მშენებლობა ბაღებსა და სკვერებში არ უნდა ხდებოდეს. ვთვლით, რომ საზოგადოება უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს. ნინოშვილის პარკში ხეები რამდენიმე წელიწადში აღარ იქნება, რადგან მზე პარკში დაპატიმრებულია იმის გამო, რომ წლების წინ აქ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცეს," - ამბობს აქციის ორგანიზატორი ნუგზარ კოხრეიძე.

აქციის შემდეგ ადგილზე სიმბოლურად დაიდგა ნიშანი, რომელიც ყველას შეახსენებს, რომ “აქ მზე დაპატიმრებულია”.


ნანახია: 2147-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'გაუქმდეს სკვერში მშენებლობის ნებართვა' და 'კეთილმოეწყოს სკვერი,'–ეს არის დაგეგმილი აქციის მთავარი მესიჯები.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში მსგავსი ტიპის ობიექტის მშენებლობას არ დაუშვებენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი ქალაქის ისტორიულ ნაწილში მსგავსი ტიპის ობიექტის მშენებლობას არ დაუშვებენ.
აქციაზე ლეჩხუმის სოფლების მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია და მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის.

ამინდი