Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ერთი კვირა უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა და 'დიდი თურქობა' ქუთაისში

თარიღი : 3-06-2017, 12:51 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ომარ ფხაკაძისა და მესხიშვილის ქუჩების მოსახლეობის ნაწილს დაახლოებით ერთი კვირაა სასმელი წყალი არ მიეწოდება. სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით, ადგილობრივებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს.

მოსახლეობა განმარტავს, რომ სასმელი წყლის გათიშვის მიზეზების გარკვევას ერთი კვირის განმავლობაში ქუთაისის მერიასა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრში ცდიულობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

"ამ ერთი კვირის განმავლობაში ხალხს ან ტუალეტი არ გვინდა, ან დაბან-დარეცხვა? ვერც ქუთაისის მერიაში და ვერც წყალმომარაგების კომპანიაში ვერ გვეუბნებიან რატომ გაითიშა წყალი ან როდის ჩაირთვება. ხალხი არ ვართ? არ უნდა მოგვაქციონ ყურადღება?," - ამბობს ომარ ფხაკაძის ქუჩის მკვიდრი თეონა ჩივაძე.

მოსახლეობის აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია შეუერთდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ამბობს, რომ ქალაქის მერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ქუთაისში "დიდი თურქობა" დააბრუნეს.

"ხრესილის ომის მონაწილეები ალბათ საფლავში ტრიალებენ. მხოლოდ ფულის შოვნაზე არიან გადასულები. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ქუთაისში დიდი თურქობა დააბრუნეს," - ამბობს წულაია.

ქუთაისში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თურქული კომპანია "ეს ემ კა" ახორციელებს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრში შეზღუდვებს წყლის ამორტიზებული სისტემის რეაბილიტაციით და რეაბილიტაციის დროს წარმოქნილი ხარვეზებით ხსნიან. სერვის-ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ტურძელაძე მოსახლეობას არსებულ მდგომარეობაზე გაგებით მოკიდებისკენ მოუწოდებს.

"დღის ბოლოსთვის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება აღუდგება. მარტივი არ არის 500 კილომეტრიანი ქსელის რეაბილიტაცია. ეს არ არის კბილის ამღება. მიხვიდე ექიმთან განსაზღვრულ დროს და ამოიღო. პროცესში ხარვეზებია, მაგრამ მივდივართ იქითკენ, რომ მოსახლეობას წყლის ზიდვა ვედროებით არ მოუხდეს," - ამბობს ირაკლი ტურძელაძე.


ნანახია: 3643-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს გაერთინაებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრში აცხადებენ, რომ მიზეზი წყლის სისტემის პროფილაქტიკური
ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლის გარეშე არის დარჩენილი.
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება.
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე N21 საჯარო სკოლასთან მოსახლეობა სასმელი წყლის დაღვრის ფაქტს აპროტესტებს.
ქუთაისის მოსახლეობას მეორე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება.
ქუთაისში, ქალაქის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება.

ამინდი