Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საგანგაშო სტატისტიკა: ქვეყანაში 800 000 ღატაკია

თარიღი : 3-06-2017, 12:16 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის 21,3% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფია, რაც ქვეყნის მოსახლეობიდან 792 000 ადამიანს შეადგენს.

"საქსტატის" მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია, შარშან ეს მაჩვენებელი 20,8%-ს შეადგენდა.

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელი, სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდის და ინვესტიციების შემოდინების ფონზე, როცა ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედზე მეტი ღატაკია, ეს შემოსავლები არასამართლიან გადანაწილებაზე მიუთითებს.

"ქვეყანაში გაზრდილია ღარიბთა რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯდება სტატისტიკური 3-4-პროცენტიანი სხვაობის ფარგლებში, მაინც იკვეთება არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. სამწუხაროდ, არასასურველი ტენდენცია მზარდია. ეს ხელისუფლებისათვის საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს, რომ გაიზარდოს ეკონომიკა, უფრო მეტი დინამიზმია საჭირო და რაც მთავარია, მატერიალური დოვლათის გადანაწილების მექანიზმი იყოს სამართლიანი. ახლა გვაქვს არასახარბიელო სურათი: ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდებოდეს ღატაკი მოსახლეობის რაოდენობაც, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს -საზოგადოებაში შემოსავლების მიხედვით სოციალური უთანასწორობა მატულობს", - განაცხადა სოსო არჩვაძემ.



ნანახია: 1936-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მსოფლიო ბანკის კვლევით საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი ზედიზედ 4 წელია მცირდება.
საქართველოს მოსახლეობის 12,2% სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის
საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი საქართველოში არის 293,5 ლარი.
რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს ეკონომიკის მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს. ის, მსოფლიო ბანკის კვლევაზე დაყრდნობით, ბოლო
გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოში 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო
მოსახლეობის დიდი ნაწილი ვალზეა დამოკიდებული.

ამინდი