Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისიში სოციალურად დაუცველი მოხუცი მშენებარე ეკლესიას აფარებს თავს [PHOTO]

თარიღი : 14-12-2013, 20:43 | კატეგორია: საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისიში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, მშენებარე ეკლესიას 65 წლის სოციალურად დაუცველი მოხუცი რამდენიმე თვეა აფარებს თავს.
როგორც სოციალურად დაუცველმა გიორგი გოჭიანმა "ტოპნიუსს" განუცხადა, მერიას დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა იმის გამო, რომ პირადობა და მისამართი არ აქვს, არ ეხმარებიან.

"მერიაში ბევრჯერ მივედი, თუმცა უარით გამომიშვეს, რა ვქნა, არ მაქვს პირადობა და არც მუდმივი საცხოვრებელი სახლი, არც იმის ფული მაქვს, რომ პირადობა ავიღო. რამდენიმე თვეა, აქ ვცხოვრობ. სიცივისგან მთელი ღამე ვკანკალებ, თქვენც უყურებთ, ნაჩუქარი ლეიბი მთლიანად სველია. დილას რომ გავიღვიძებ, ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ არ გამყინა და ისევ ვსუნთქავ. თუმცა ეს ცხოვრება არაა, მთელი ღამე რომ თავზე გათოვს და მთლიანად სველი ხარ, ასე ცხოვრებას არსებობა უფრო ჰქვია", - ამბობს გოჭიანი.
სოციალურად დაუცველ ოჯახს არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის ახალგაზრდული პოზიცია" მფარველობს. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, თუ მოხუცი უახლოეს საათებში ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართში არ გადაიყვანეს, სიცივისგან გაიყინება.

ქუთაისიში სოციალურად დაუცველი მოხუცი მშენებარე ეკლესიას აფარებს თავს [PHOTO]


ნანახია: 2837-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მძიმე დაავადებით დასნეულებულ მარგალიტა მაკარიძეს ერთადერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალიშვილი ჰყავს.
ხარაგაულის რაიონის სოფელ დიდვაკეში, 59 წლის სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ციალა მარღაძე დახმარებას წლებია
ოჯახს იმის გამო, რომ თანხა არ ჰქონდა, მიცვალებული ზესტაფონის სადგურში ჰყავდა დასვენებული.
ქვეყნის პრემიერი ქუთაისში იმყოფება და მაჟორიტარობის კანდიდატებს ასახელებს.
მერიის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველი პირების საცხოვრებელი პირობებითაც დაინტერესდნენ.

ამინდი