Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მოსახლეობამ სკვერის ტერიტორიაზე მშენებლობა გააპროტესტა

თარიღი : 2-06-2017, 15:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე ადგილობრივებმა კვების ობიექტის მშენებლობა გააპროტესტეს. მოსახლეობა ამბობს, რომ ამ მშენებლობისთვის სკვერი იჩეხება და ფუნქციას კარგავს.
აქციის მონაწილეები კერძო ბიზნესმენს დაუპირისპირდნენ. აქციაზე ფიზიკური შეხლა-შემოხლა რამდენჯერმე მოხდა.

კაფე-ბარის მეპატრონე ამბობს, რომ ოფიციალური ნებართვა ქალაქის მერიისგან მიიღო. ადგილობრივებმა კვების ობიქტისთვის მშენებლობისთვის მიტანილი კონსტრუქცია ტერიტორიიდან გამოიტანეს. მოსახლეობა აცხადებს, რომ მერიას მათაც მიმართეს ერთი წლის წინ თხოვნით, რომ სკვერი საკუთარი ხარჯებით კეთილმოეწყოთ, თუმცა მერიისგან უარი მიიღეს.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ტერიტორიის შესწავლა მიმდინარეობს.

"სკვერი ავტოსადგომად არის ქცეული, რისი დამადასტურებელი ფოტომასაალც არსებობს. სკვერში უნდა იყოს კაფე და ახალგაზრდების გასართობი საშუალება," - ამბობს მერიის არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი.


ნანახია: 2623-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობის წინ. ბუხაიძის გამზირის N16 და N18 საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობამ აქცია გამართა.
ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე მაცხოვრებლებმა აღიშნულ ქუჩაზე მდებარე სკვერის გასხვისება გააპროტესტეს.
ბუხაიძის გამზირზე მაცხოვრებლები, რომლებიც სკვერში კაფის მშენებლობას აპროტესტებდნენ, დღეს საკრებულოს სხდომაზე იმყოფებოდნენ.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ სკვერი თავის დროზე მოსახლეობამ გააშენა. მისი გაჩეხვის შემდეგ კი მოსახლეობას დასასვენებელი ადგილი
ადგილობრივები, რომლებიც მერიის შენობასთან უკვე მეოთხედ შეიკრიბნენ, ბუხაიძის გამზირზე, სკვერში კაფე-ბარის მშენებლობას

ამინდი