Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თარიღი : 2-06-2017, 11:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქართველი ჟურნალისტები, საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტის დროული და ობიექტური გამოძიებისაკენ მოუწოდებენ.
გატაცებული ჟურნალისტის მხარდასაჭერად ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ჟურნალისტები ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ.

„ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიას აშენებს და ხმამაღლა გვაქვს გაცხადებული, რომ ვისწრაფვით ევროპისკენ, არ უნდა ხდებოდეს მსგავსი ფაქტები არც უცხოელის და არც ადგილობრივი ჟურნალისტების მიმართ. სახელმწიფოს მიდგომა იყოს ადექვატური, სწორად იყოს გამოძიებული ფაქტი რა მოხდა, როგორ მოხდა და მსგავსი რამ არასდროს მოხდეს,“ - ამბობს ჟურნალისტი ქეთევან ბერძენიშვილი.

„ჩვენ მოვითხოვთ ადექვატურ ისტორიას იმასთან დაკავშირებით რა მოხდა და რა თქმა უნდა, დამნაშავე პირების პასუხისმგებლობას,“ - ამბობს ჟურნალისტი ეკა ფხაკაძე.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოს თავშესაფარს სთხოვდა, საკუთარ ქვეყანაში, სამართალდამცავების ხელში აღმოჩნდა.


ნანახია: 1920-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მედიასაშუალებების წარმომადგენლები აჭარელი კოლეგების მხარდასაჭერად აქციას გამართავენ და პროკურატურას ფაქტის დროული გამოძიებისკენ
„არა ოკუპაციას“, „ჟურნალისტები ოკუპაციის წინააღმდეგ“, „გამოვფხილზდეთ,“ - ამ სლოგანებით ქუთაისში, რეგიონული მედიის
დეპუტატებმა, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლებმა 50 ხე დარგეს, რაც სიმბოლურად ქალთა პოლიტიკაში
ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე სოციალური ქსელის საშუალებით შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს.

ამინდი