Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერმა ტარტუს მერთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

თარიღი : 1-06-2017, 23:23 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის და ქალაქ ტარტუს მერებმა-შოთა მურღულიამ და ურმას კლაასმა 2017 წლის 31 მაისს ქალაქ ტარტუში ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ორი ქალაქის დაძმობილება და ურთიერთობების გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით,- ამის შესახებ ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

საქართველოსა და ესტონეთის აღნიშნული ქალაქების დაძმობილება და თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრა ურთიერთობების სამომავლო გაღრმავების მიზნით, ესტონეთში საქართველოს საელჩოს ინტენსიური ძალისხმევით და თანადგომით, ასევე ქუთაისისა და ტარტუს მუნიციპალიტეტების აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება და წარმოადგენს 2016 წლის აპრილში ტარტუს დელეგაციის მიერქუთაისში განხორციელებული ვიზიტის საპასუხო ვიზიტს.

ქალაქ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მონაწილეობა მიიღო „ტალინის ელექტრონული მმართველობის“ კონფერენციაში. კონფერენციაში, ისევე, როგორც ქალაქ ტარტუში გამართულ ვიზიტში მონაწილეობას იღებდა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი. ქუთაისის მერის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ქუთაისის საკრებულოს წევრი და „კლინიკა-ლჯ“-ის დამფუძნებელი ზაზა ლომინაძე, მერიის საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი დავით მეგრელიშვილი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიური განყოფილების უფროსი შოთა აბჟანდაძე და ამავე განყოფილების მთავარი სპეციალისტი გივი ტყეშელაშვილი.

ტარტუში ვიზიტისას გაიმართა ქუთაისის მერის შეხვედრა მის ადგილობრივ კოლეგასთან; დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ტარტუში განთავსებული შესაბამისი პროფილის ორგანიზაციები და თემატური ღირშესანიშნაობები. შეხვედრებზე განხილულ იქნა ორივე მხარისათვის აქტუალური საკითხები, მათ შორის საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიების, სამედიცინო, განათლებისა და კულტურის, ტურიზმისა და ბიზნეს სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.


ნანახია: 1119-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ესტონეთის ქალაქ ტარტუს მერი ურმას კლასი, საქართველოში ესტონეთის ელჩი პრიიტ ტურკი და ქალაქ ტარტუს უნივერსიტეტის რექტორი
ქუთაისს საერთო ჯამში 15 დამეგობრებული ქალაქი ჰყავს, ხოლო რამდენიმე ქალაქთან პარტნიორული ურთიერთობები აქვს.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ უკრაინის ქალაქ უგლედარის მერთან ალენ შირინსკთან ურთიერთთანამშრომლობის
ქუთაისთან დაძმობილებულ ქალაქ ლაივუში ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობათა კონფერენციაზე ქართულმა მხარემ ჩინელ მეწარმეებს ქუთაისში
დელეგაციის სტუმრობას ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი ხელმძღვანელობდა.
ქუთაისის, თბილისის და თელავის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ პირადად გაცნობოდნენ და დაეთვალიერებიათ ის ცვლილებები, რომელიც

ამინდი