თერჯოლაში ბავშვთა დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა
თარიღი : 1-06-2017, 23:07 | კატეგორია: ახალი ამბები

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ბავშთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა.
ეს დღე კონცერტებით, სხვადასხვა თემაზე ხატვითა და სხვა აქტივობებით აღნიშნეს საბავშვო ბაღებისა და სკოლების დაწყებითი კლასების აღსაზრდელებმა. მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის მიერ კერძო სკოლაში „მზეკაბანი-2007“ აქცია „მწვანე ღიმილის“ ფარგლებში ჩატარდა ხატვის კონკურსი, ჩვენება-ფასილიტაცია დოკუმენტური ფილმისა „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“, ასევე მუნიციპალური ცენტრის მიერ სკოლას საჩუქრად გადაეცა მაკულატურის შესაგროვებელი მწვანე ყუთი.
დღესვე თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები შშმ ბავშთა სასწავლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „საპოვნელას“ ესტუმრნენ და ღონისძიების „ზღაპრის დღის“ ფარგლებში ცენტრის აღსაზრდელებს ზღაპრები წაუკითხეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
NS