Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის სპორტული და კულტურული ააიპების მოსწავლეების ჯანმრთელობაზე კლინიკა 'ბომონდი' იზრუნებს

თარიღი : 1-06-2017, 16:25 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიასა და შპს კლინიკა „ბომონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ქალაქის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა და „ბომონდი“-ს გენერალურმა დირექტორმა მამუკა მიქაძემ მოაწერეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ კლინიკა „ბომონდი“ მაღალი ხარისხის სამედიცინო აღჭურვილობით უსასყიდლოდ ჩაატარებს სამედიცინო გამოკვლევებს ქუთაისის ა(ა)იპ "კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებათა გაერთიანების" ფილიალებისა და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების სპორტსკოლების აღსაზრდელებისათვის.

ქალაქ ქუთაისის მერიასთან ერთად, "ბომონდი"-ს ქველმოქმედების ფარგლებში, მოსწავლეების ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათს (10 პაციენტი) ყოველგვარი გადასახადის გარეშე მაგნიტო რეზონანსულ გამოკვლევებს, ხოლო ყოველი კვირის სამშაბათს მუცლის ღრუს ექოსკოპიას, ოფთალმოლოგიურ კვლევებს და შესაბამისი ექიმის კონსულტაციას მიიღებენ.

ქუთაისის ვიცე- მერმა შპს კლინიკა „ბომონდის“ წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ნოდარ მიქიაშვილმა აღნიშნა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობისთვის საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტს წარმოადგენს. ვიცე-მერის თქმით, აღნიშნულ საქმეში ქალაქის მერიისთვის პარტნიორი კლინიკების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

კლინიკა „ბომონდის“ გენერალური დირექტორის მამუკა მიქაძის თქმით, არსებობის 15 წლის განმავლობაში „ბომონდი“ აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაში.

„კლინიკა „ბომონდი“ მუდმივად ცდილობს დაეხმაროს ადამიანებს, რომელთათვის ჯანმრთელობა ძვირფასია, თუმცა არ აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსი. მოხარულები ვართ, რომ „ბომონდის“ ქველმოქმედება კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს და კლინიკა ჩვენი მოქალაქეებისათვის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს,“ - აღნიშნა მამუკა მიქაძემ.

კლინიკა „ბომონდს“ და ქუთაისის მერიას ინიციატივისთვის მადლობა აიპების ხელმძღვანელებმაც გადაუხადეს.


ნანახია: 2541-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იყო ისეთი ტიპის სამედიცინო მომსახურება, როგორიცაა: მუცლის ღრუს ექოსკოპია,
კლინიკის მედიკოსები სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში ადგილზე მოახდენენ მოქალაქეთა გასინჯვას და მათთვის კონსულტაციის გაწევას.
ინფორმაციას ამის შესახებ კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
კლინიკა 'ბომონდი' ახალბედა მშობლებს დახმარებას სთავაზობს.

ამინდი