Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ხარაგაულის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სარესტორნო ხარჯები დაუსაბუთებლად გაწიეს,'- რა წერია აუდიტის სამსახურის დასკვნაში?

თარიღი : 1-06-2017, 13:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მიღებების, ფურშეტების, წვეულებებისა და სარესტორნო მომსახურებაზე გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების საჭიროება არ არის სათანადოდ დასაბუთებული მუნიციპალიტეტების მიერ, - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, არ არის იდენტიფიცირებული სტუმრების ვინაობა და რაოდენობა. ასევე, თანხები დახარჯულია სახელმწიფო უწყებების სხვადასხვა თანამდებობის პირების კვების ორგანიზებისათვის.

”მაგალითად, 2013-2014 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ”წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლიდან რესტორნის მომსახურებაზე, დაუსაბუთებლად არის გაწეული 21.5 ათასი ლარი. 2014-2015 წლებში, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა სახის ღონისძიებასთან დაკავშირებით იქნა გაწეული 14.2 ათასი ლარის ოდენობის სარესტორნო ხარჯი”, - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში.

ანგარიში პარლამენტს უკვე წარედგინა. 137-გვერდისგან შემდგარი დოკუმენტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.


ნანახია: 1987-ჯერ

მსგავსი სიახლეები
20 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოგვიანებით გაასაჯაროებს.
აუდიტის სამსახურის შეფასებით, 2008-2010 წლებში ქუთაისის მერიის მიერ ქალაქის გარე განათება და საახალწლო გაფორმება დარღვევებით
2012 წლის შემდგომ პროკურატურაში დასაქმებულ თანამშრომელთა ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯებიც.
აუდიტის სამსახურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ასათიანის ქუჩაზე სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ.
ინფორმაცია ბიუროს წევრებს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა გააცნო.
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, მერიის მიერ ქონების გასხვისების მიზნით გამოცხადებული აუქციონის შესახებ პოტენციურად

ამინდი