თბილისსა და ქუთაისში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება
თარიღი : 31-05-2017, 10:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

დღეს, თბილისსა და ქუთაისში რაგბში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი იწყება. გაზეთ ”ლელოს” ინფორმაციით, ჩემპიონატში პლანეტის 12 საუკეთესო 20-წლამდელთა ნაკრები 18 ივნისამდე პირველობისთვის იბრძოლებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები პირველ მატჩს ჯგუფურ ეტაპზე არგენტინელ თანატოლებთან ავჭალის სარაგბო სტადიონზე, 18:00 საათზე გამართავს.
რაც შეეხება გუნდებს, ისინი ასე გადანაწილდნენ - A ჯგუფი: ინგლისი, სამოა, ავსტრალია, უელსი; B ჯგუფი: ახალი ზელანდია, შოტლანდია, ირლანდია, იტალია; C ჯგუფი: საქართველო, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი.
ჩემპიონატის ნახევარფინალები 13 ივნისს, ხოლო ფინალი 18 ივნისს გაიმართება.