Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ახლადრეაბილიტირებულ გზაზე წყალმა ამოხეთქა

თარიღი : 30-05-2017, 10:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მაისურაძის ქუჩაზე ახლად დაგებული გზა წყალმა დააზიანა. ქუჩაზე სავარაუდოდ მილის დაზიანების შედეგად წყალმა ამოხეთქა. გზის საფარი ქუჩაზე რამდენიმე ხნის წინ დაიგო. მაისურაძის ქუჩაზე არსებული მდგომაროების ამსახველ ფოტოებს "გირჩის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი ავრცელებს.

"ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ როგორ სრულდება ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები. რამდენად ხარისხიანდ მუშაობენ კომპანიები და როგორი არის თვითმმართველობის დამოკიდებულება,"- აცხადებს თემურ ცამციშვილი.

მისივე თქმით, მაისურაძის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრში აცხადებენ, რომ ადგილზე კომპანიის ტექნიკური სამსახური იმყოფება რომელიც დაზიანებას სწავლობს.

"მუშა პროცესია, მიმდინარეობს სამუშაოები. შეისწავლით სიტუაციას და უახლოს პერიოდში მოვაგვარებთ," - ამბობს სერვის-ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ტურძელაძე.


ნანახია: 2280-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის' ქუთაისის სერვის-ცენტრის დირექტორის ირაკლი ტურძელაძის თქმით, მოსახლეობას
ინფორმაციას ამის შესახებ 'საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის' ქუთაისის სერვის-ცენტრის დირექტორი მერაბ ბობოხიძე
მოსახლეობა წყალმომარაგების კომპანიისგან ყურადღებას ითხოვს.
სოლომონ I-ის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას
ქუთაისში, რეაბილიტირებულ თამარ მეფის ქუჩაზე ერთი მონაკვეთი დაიტბორა.

ამინდი