Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მწვანე ეზო' - წყალტუბოში ცოტნე ზურაბიანის ინიციატივით კონკურსი დაიწყო

თარიღი : 29-05-2017, 14:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დღეიდან, 29 მაისიდან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გამწვანებული და ორიგინალური დიზაინის ეზოს გამოსავლენად კონკურსი-„მწვანე ეზო“ იწყება.

„მწვანე ეზო“ ეხმიანება წყალტუბოს განვითარების ე.წ. „მწვანე კონცეფციას“, რომელიც წყალტუბოში ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას, მწვანე ტურიზმის წახალისებას გულისხმობს.

„მწვანე ეზო“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარის, პარლამენტის წევრის ცოტნე ზურაბიანის ინიციატივით ტარდება. ღონისძიების პარტნიორია სანერგე მეურნეობა „მწვანე სამყარო“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს თავისი ეზოთი.

განაცხადებისა (პირადი და საკონტაქტო ინფორმაცია - მათ შორის, ტელეფონის ნომერი და მისამართი) და ფოტოსურათების მიღება 12 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი ელექტრონულ ფოსტაზე - officezurabiani@gmail.com ან მისამართზე: ქ. წყალტუბო, შ. რუსთაველის ქ. N27 (ცოტნე ზურაბიანის ბიურო).

კონკურსის მეორე ეტაპზე შერჩეულ ეზოებს ჟიური თავად მოინახულებს და შეაფასებს. ფოტოები განთავსდება წყალტუბოს მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ცოტნე ზურაბიანის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე - https://www.facebook.com/GDTsotneZurabiani/.

კონკურსის ბოლოს გამოვლინდება ჟიურისა და ხალხის (facebook-ის მოწონებების მიხედვით) რჩეული ეზო.

გამარჯვებულებს სანერგე მეურნეობა „მწვანე სამყარო“ იშვიათი ჯიშის ნერგებს გადასცემს.

#მწვანეეზო #წყალტუბო #მწვანესამყარო

NS


ნანახია: 2389-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს' წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ცოტნე ზურაბიანმა მედიისთვის ბრიფინგი
ზურაბიანის თქმით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტურიზმია.
წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნა ზურაბიანმა ახალი ტურისტლი ადგილი მოინახულა.
წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმა და წყალტუბოს, როგორც მწვანე ქალაქის კონცეფცია ის საკითხებია, რომლებზეც მერობის კანდიდატმა
ცოტნე ზურაბიანის ბიუროს ინიციატივით, სოციალურ მეცნიერებათა კლუბთან ერთად ჩატარდა. წიგნის მოყვარულებმა და სკოლის მოსწავლეებმა

ამინდი