Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩალით დახურულია ეს ქვეყანა, ახალგაზრდებს მომავალს უკარგავენ', - რა მოხდა საატესტატო გამოცდაზე ქუთაისის საჯარო სკოლაში?

თარიღი : 27-05-2017, 22:51 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მე-12 კლასელების გამოსაშვები, ე.წ. საატესტატო გამოცდები დასრულდა, თუმცა ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გარკვეული პრობლემები შეექმნათ. მათი განცხადებით, ფიზიკის გადაბარების გამოცდაზე შეიქმნა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც, მათი თქმით, ბარიერის გადასალახი შესაბამისი ქულები ვერ დააგროვეს და გამოცდა ვერ ჩააბარეს. მოსწავლეებმა უკვე მიმართეს განათლების სამინისტროს და ახლა უწყებიდან პასუხს ელოდებიან.

გიორგი გოლეთიანი, ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლე:

"ფიზიკის განმეორებით გამოცდა იმ მოსწავლეებმა ჩავაბარეთ, ვინც მეტერთმეტე კლასში ამ გამოცდაზე ჩავიჭერით. სამწუხაროდ, წელსაც კრახით დასრულდა ეს გამოცდა ტექნიკური გაუმართაობის გამო. ფიზიკის გადაბარების გამოცდა 23 მაისს გვქონდა. გამოცდა ჩატარდა, მაგრამ შედეგები იყო არადამაკმაყოფილებელი, 11 ბავშვიდან 10 ჩაიჭრა. გამოცდაზე კომპიუტერი ჭედავდა, კითხვები მეორდებოდა, ძალიან იოლი პასუხები ჰქონდა, დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩავაბარებდით, მაგრამ ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა ასე. განათლების სამინისტროში გავაგზავნეთ წერილი. ეს ხარვეზი მარტო ჩვენს სკოლაში არ ყოფილა, მაგალითად, ქუთაისის მეათე საჯარო სკოლაში ექვსი ბავშვი გავიდა და ექვსივე ჩაიჭრა, მესამე საჯარო სკოლაში ცხრა ბავშვი იყო და ცხრავე ჩაიჭრა".

სოფიო აბულაძე, მშობელი:
"გამოცდაზე ბავშვებს საკითხები რომ მიუვიდათ და პასუხები გასცეს, იგივე საკითხები მეორედ მოუვიდათ. 10 მოსწავლე შევიდა და ათივეს ერთნაირი ქულები ამოუვიდა. ჩვენ არ ვიცოდით, რომ მაშინვე უნდა შეგვედგინა ოქმი, ბავშვები გაფრთხილებულებიც არ ყოფილან. მოსწავლეები იმ დღესვე მივიდნენ დირექტორთან, რომელმაც უთხრა, რომ რაღაცას მოახერხებდა, მაგრამ მერე უთხრა, არაფერი გეშველებათო. განათლების სამინისტროს თხოვნით მივმართეთ, ან ახლიდან ჩაატარონ ეს გამოცდა ან ჩაბარებულად ჩაუთვალონ. გამოცდაზე ბარიერი იყო 5.50, ბავშვებმა აიღეს 5.45. მინისტრის სახელზე დავწერეთ წერილი და თუ არ გვიპასუხებენ, მერე სასამართლოში ვუჩივლებთ. ბავშვები დარწმუნებულები არიან, რომ ყველა საკითხს სწორი პასუხი გასცეს. ვიცი, რომ ასეთი შემთხვევა მოხდა ქუთაისის სხვა სკოლებშიც, მაგალითად, მე-10 და 23-ე საჯარო სკოლებში. დირექტორს არ აწყობს და არ ამბობს, რომ მათი ხარვეზი იყო. ვთქვათ, ბავშვები იტყუებიან, მაგრამ ათივე მოსწავლემ ერთი და იგივე ქულა როგორ მიიღო, მათგან ზოგი წარჩინებული მოსწავლეა.

სამწუხაროდ, ჩალით დახურულია ეს ქვეყანა, საშველი არ არის. 3 გოგოა, დანარჩენი ბიჭები არიან, მომავალს უკარგავენ, უნივერსიტეტისთვის გაიარეს რეგისტრაცია, როგორი მოწადინებულები არიან და ახლა ასე ტოვებენ ბავშვებს? ამ გამოცდის გარდა სხვა ყველა გამოცდა ჩააბარეს".

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ტექნიკური ხარვეზი ქუთაისის არც ერთ სკოლაში არ დაფიქსირებულა.

"საგამოცდო პროცესი შეუფერხებლად წარიმართა. გამოცდის სრული მონიტორინგი ტარდება და არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ დაფიქსირებულა. მოსწავლეებს შეუძლიათ მოგვმართონ განცხადების ფორმით და ინდივიდუალურად შეისწავლება მათი განცხადება", - აღნიშნეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ambebi.ge


ნანახია: 4723-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ქუთაისის რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ბადრი ვაშაკიძემ topnews.com.ge-ს განუცხადა, გამოცდების ეროვნული ცენტრი მე-12
topnews.com.ge-ს სამტრედიიდან ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, თეა ბაბუნაშვილი დაუკავშირდა.
1-ელ, 41 -ე და მე-17 სკოლებში აბიტურიენტთა რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყება.

ამინდი