Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათის სოფელში დაკარგულ მოხუცს ამ დრომდე ვერ პოულობენ-მდინარეში მხოლოდ მოხუცის ნივთები ნახეს

თარიღი : 27-05-2017, 19:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ზეგანში მცხოვრებ ომარ გიგაშვილს მეოთხე დღეა სოფლის მკვიდრები და მაშველები ეძებენ. გიგაშვილი მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, 20:00 საათზე გაუჩინარდა.

გაუჩინარებული მამაკაცი 76 წლისაა. ომარ გიგაშვილის ოჯახში აცხადებენ, რომ მოხუცებული სახლიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით, ახლობელთან იყო წასული.

"იქედან წამოსული ნახეს და შემდეგ აღარ ჩანს. მაშინვე დავიწყეთ მისი ძებნა მდინარეში, რადგან მდინარის პირას სისხლი და მისი ჯოხი ვიპოვეთ. მდინარეში ალბათ პირის მოსაბანად ჩავიდა, მდინარე წვიმების გამო ადიდებული იყო და ალბათ წაიღო. მდინარეში მხოლოდ მისი პერანგი და კალოში ვიპოვეთ. კალოში დანიშნული ჰქონდა და ამგვარად ვიცანით. ეძებენ და იქნებ ცხედარ მიაგნონ,"- ამბობს ომარ გიგაშვილის რძალი ნინო აბულაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ გაუჩინარებული მამაკაცის საქმეს უწყება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.


ნანახია: 3064-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მამაკაცი 24 მაისს, საღამოს 20:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ზეგანში სოფლის მოსახლეობა, მაშველები და პოლიცია 76 წლის მამაკაცს ეძებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გაუჩინარებული მოხუცის საპოვნელად შესავბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.
შესაძლოა 6 წლისა გოგონა მდინარე ყუმურში დაიხრჩო და ცხედარი მდინარე რიონშია
ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითში მეექვსე დღეა 28 წლის ამირან ბარბაქაძეს ეძებენ.

ამინდი