Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პატრიარქი ემიგრანტებს: იყავით იქ, სადაც ბრძანდებით

თარიღი : 27-05-2017, 11:22 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე, რომელიც თბილისში იმართება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა მადლობა გადაუხადა ქართველ ემიგრანტებს იმ სულიერი თუ მატერიაული დახმარებისათვის, რასაც ისინი სამშობლოსთვის აკეთებენ.
ილია მეორე ქართველ ემიგრანტებს წლების განმავლობაში მოუწოდებდა სამშობლოში დაბრუნებისკენ, თუმცა დღეს ეს პოზიცია შეცვალა. პატრიარქმა მოუწოდა ემიგრანტებს, რომ დარჩნენ უცხოეთში საცხოვრებლად, თუმცა არ დაივიწყონ მათი ფესვები.

“წინათ, რამდენიმე წლის წინ, მოგიწოდებდით, სამშობლოში დაბრუნებულიყავით. ახლა მოგიწოდებთ, რომ იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს იყავით სამშობლოში. უპირველეს ყოვლისა, ეს საჭიროა საქართველოსთვის. მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ სულიერი თუ მატერიალური დახმარებისათვის, რასაც აკეთებთ სამშობლოსათვის. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა, რომელნიც მოღვაწეობენ და ცხოვრობენ უცხოეთში, არ დაივიწყონ ქართული კულტურა, ეკლესიები და მონასტრები, რომელიც შეიქმნა უცხოეთში და გახდა ცენტრები ქართული სულიერი კულტურისა. [უცხოეთში] შეიქმნა ქართული ცეკვის, სიმღერის და ლიტერატურის წრეები. ამაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოთ თქვენ. და ბოლოს, მინდა გთხოვოთ, რომ იყოთ საქართველოს მოქალაქეები. შეიძლება ცხოვრობთ უცხოეთში, მაგრამ ამავე დროს უპირველესია თქვენი წინაპრების ძვლები. თქვენი ფესვები არის აქ – საქართველოში, ეს არ უნდა დაივიწყოთ. ღმერთმა დაგლოცოთ… მადლიერები ვართ იმისათვის, რასაც თქვენ აკეთებთ სამშობლოსათვის. ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს საქართველო – აფხაზეთი და სამაჩაბლო დაგვიბრუნდეს. ჩვენთან არს ღმერთი,” – განაცხადა ილია მეორემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე.

წყარო: ნეტგაზეთი


ნანახია: 2773-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პატრიარქმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
აქციის ორგანიზატორია ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი.
ტყიბულის რაიონის სოფელ გელათში მცხოვრები ნაილი ნემსიწვერიძე იტალიაში წლები იმყოფება
ამის შესახებ დღვანდელი ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა.
პატიოსნისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის თაყვანისცემას მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის შუა პერიოდში აღნიშნავს, რათა ჯვრის შემწეობითა

ამინდი