Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათის სოფელში დაკარგულ მამაკაცს მდინარეში ეძებენ

თარიღი : 25-05-2017, 20:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ზეგანში სოფლის მოსახლეობა, მაშველები და პოლიცია 76 წლის მამაკაცს ეძებენ. ომარ გიგაშვილის მოსაძებნად სამუშაოები გუშინ საღამოდან დაიწყო.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ გოგსაძე აცხადებს, რომ მამაკაცის ძებნა მდინარე საკრაულაში ხდება.

"მამაკაცი გუშინ დაიკარგა. როგორც ვიცით, სახლიდან პირუტყვის მოსაძებნად გავიდა. მდინარის პირას მისი ჯოხი იპოვეს. მაშველები არიან ჩართული. დღეს მდინარის 7კილომეტრიანი მონაკვეთი გაიარეს, თუმცა ვერაფერი იპოვეს. ხვალიდან კიდევ გაგრძელდება სამძებრო სამუშაოები და მაშველებს ბრიგადები დაემატებათ," - ამბობს არჩილ გოგსაძე.

სოფელში ჭორები დადის. ზოგი ამბობს მანქანა დაეკარგა და წყალშია გადაგდებულიო. წყალში როდესაც არის გადადგდებული, წყალი მესამე დღეს გამორიყავსო," - აცხადებენ სოფელ ქვედა ზეგანში.


ნანახია: 2073-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მამაკაცი 24 მაისს, საღამოს 20:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა.
ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითში მეექვსე დღეა 28 წლის ამირან ბარბაქაძეს ეძებენ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ახალგაზრდა მამაკაცი დაიწვა.

ამინდი