ქუთაისში იანვრიდან დღემდე 99 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დააკავეს

ა(ა)იპ „სპეციალურმა სერვისებმა“ მიმდინარე წლის განმავლობაში ქუთაისში, ქალაქის ქუჩებში უმეთვალყურეოდ მოსეირნე 99 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დააკავა.
ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ „სპეციალური სერვისების“ მობილური ჯგუფები უპატრონო ცხოველებზე ინსპექტირებას 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ.
„ჩვენ მუდმივად ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქის ქუჩებში გამოშვებისგან. ჯარიმებიც შესაბამისია. თუ პირუტყვი სკვერში იმყოფება, პატრონი ჯარიმის სახით 50 ლარს გადაიხდის, ხოლო გაზონზე პირუტყვის შესვლის შემთხვევაში ჯარიმა 20 ლარია,“ - ამბობს „სპეციალური სერვისების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი მჟავანაძე.